ახალციხეში სამხედრო დასახლებაში მდებარე კლუბის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

396

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე,  ე.წ სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე მდებარე კლუბის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი 1 394 587 ლარზე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კვირაში დასრულდება. ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება 27 ივნისიდან იწყება.

სამშენებლო სამუშაოებისთვის 2021 წელს ჯამში 671 361 ლარი დაიხარჯება, მათ შორის 33 568 ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 2022 წლისთვის კი თანხა, 723 226 ლარი მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა.