მარნეულის ბაღებში არდადეგები 30 ივნისს დაიწყება

687

მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 30 ივნისს დასრულდება. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი, ზაურ ქარამოვი ამბობს, 15 ივნისს სკოლამდელი მზაობის ჯგუფები დაითხოვეს. მაშინ, როდესაც სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში ოფიციალურად დამთავრდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

„ამ ეტაოზე, მხოლოდ სასკოლო მზაობის ჯგუფები დავითხოვეთ. ბაღებში სწავლა 30 ივნისამდე გაგრძელდება. ჩვენ მარნეულის სკოლებში სკოლამდელი მზაობის ცენტრები 9 ლოკაციაზე გვაქვს – სულ 16 ჯგუფია“ – ამბობს ქარამოვი

აღსანიშნავია, რომ პარალელურად, მარნეულის ბაღებში 2020-2021 სასწავლო წლისთვის მიმდინარეობს რეგისტრაცია. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი, ზაურ ქარამოვი ამბობს, ამ ეტაპზე ქალაქის ბაღები სრულად შეივსო. საუბარია N3 და N4 ბაღზე, სადაც განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი ბავში დარეგისტრირდა.

ქარამოვის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქალაქზე დიდი მოთხოვნაა, თუმცა წელს სიტუაციას მარნეულის N1 და ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროცესმა გაართულა. იმედოვნებს, რომ სიტუაცია სექტემბრამდე დალაგდება, თუმცა მოსწავლეთა 100%-იან გადანაწილებას ვერ გვპირდება. აღსაზრდელთა ნაწილი სათადარიგო სიაში დარჩება.

რეგისტრაციის პროცესი 30 ივნისს სრუდება.