დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ტურისტების მიერ კორონავირუსის შემოტანის 400-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.
როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ტურისტების ნაწილს ვირუსი შემოსვლის შემდეგ დაუდასტურდა.
„შემთხვევების მატება უკავშირდება თუ არა „დელტა“ შტამს, ამას ვერ გეტყვით. მეტ მობილობას, მეტი ადამიანის შემოსვლას უკავშირდება, მათ შორის, „დელტა“ შტამთან მიმართებაშიც....
თბილისის ანძის განვითარების პროექტის განხორციელების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გამოვლენილი კომპანია უკვე საკვლევ სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურისთვის შემუშავდა ეკონომიკურად გამართული მოდელი, რომელშიც ბიზნეს სექტორი ერთვება და სხვადასხვა პროექტები მეტწილად კერძო ინვესტიციებით ხორციელდება.
„ერთ-ერთია თბილისის გარე განათების პროექტი, რომელიც ჩვენ თვითონ შევიმუშავეთ...
დედაქალაქის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2020 წლიდან დღემდე, სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიება გატარდა და ამით რამდენიმე ათასმა სუბიექტმა ისარგებლა.
როგორც თბილისის ვიცე-მერმა აღნიშნა, რესტორნების, კვების ობიექტების, საკლუბო ინდუსტრიისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 4 200 000 ლარი გამოიყო.
„როდესაც თბილისის მართვა დავიწყეთ, ჩვენი მიზანი მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების მიღწევა იყო, თუმცა პანდემიამ...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ქართული ესტრადის წარმომადგენლებს პანდემიის პერიოდში დაეხმარა და მათ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
როგორც მან მართვისა და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მიმართულებით ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ასევე მხარდაჭერილი იქნება ღამის კლუბები.
„ამ პანდემიის დროს ზოგადად, ჩვენი ქართული ესტრადა ძალიან დაზარალდა, განხორციელდა მხარდამჭერი პროგრამები და რა თქმა უნდა, ამ მხარდაჭერას მომავალშიც ვაპირებთ. ასევე მნიშვნელოვანია ღამის ეკონომიკის ნაწილში ის მხარდაჭერა, რომელიც განვახორციელეთ, ეს...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ საქართველომ ვაქცინირებულ ტურისტებს 72 საათში ტესტის გაკეთება მოსთხოვოს.
ამის შესახებ გაბუნიამ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა უკვე დაწყებულია.
„აქტიურად მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ტურისტი, რომელიც ქვეყანაში შემოდის, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა, შემოწმდეს ტესტირების საშუალებით. 72 საათში ტესტირების მოთხოვნა დღესაც გვაქვს, თუმცა, ვაქცინაციის სტატუსი ამ შემთხვევაში...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სავაჭრო ცენტრებთან ჯანდაცვის სამინისტრო და ვაქცინაციის პროცესში ჩართული კლინიკები კონსულტაციებს მართავენ, რათა მასობრივი ვაქცინაციის დაწყებისას თვეში მინიმუმ 1 მილიონი მოქალაქის აცრა მოხერხდეს.
ამის შესახებ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, გასული 24 საათის განმავლობაში შემთხვევების ოდენობის ზრდა, გარკვეულწილად შაბათ-კვირას ტესტების დაბალი ოდენობით იყო განპირობებული.
„ასეთი მაღალი მაჩვენებლი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ყოფილა,...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ხაშურში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაასრულებს.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტი, რომლის ღირებულება 6.5 მილიონი ლარია, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტი ითვალისწინებს სტადიონის ხელოვნურსაფარიანი მოედნის, ორი ათას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, სპორტული განათების, დამხმარე ნაგებობების, სარწყავი სისტემის, საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობასა და სხვა აუცილებელი სამუშაოების ჩატარებას.
სტადიონის...
თბილისის მერიაში ურბანული და არქიტექტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმა განხორციელდა, - ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, არქიტექტურის სამსახურს გამოეყო ურბანული მიმართულება.
„არქიტექტურის სამსახურს გამოეყო ურბანული მიმართულება და შეიქმნა ურბანული განვითარების სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია გენერალური გეგმის მართვასა და ქალაქის ურბანული პოლიტიკის გატარებაზე, ხოლო არქიტექტურის სამსახური სპეციალიზდა კონკრეტულ სერვისებზე. თვითონ არქიტექტურის სამსახურში...
ივლისში ერთდროულად ოთხი სახის ვაქცინა გვექნება. ეს ვაქცინებია: „სინოვაკი“ „სინოფარმი“, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ასტრაზენეკას“ ის დოზა, რაც უნდა მიეღო ქვეყანას და გადაიდო, მალე შემოვა.
„ასტრაზენეკას“ ის დოზები, რაც უნდა შემოსულიყო 22 რიცხვში, ალბათ, მალე შემოვა. ახლა ზუსტ თარიღს არ დავასახელებ, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმის გამო, რომ ჯერ არც ქვეყანას და არც მსოფლიოს კორონავირუსის პანდემია არ დაუმარცხებია, აუცილებელია, მოსახლეობამ კვლავ განაგრძოს წესების დაცვა.
„დღეს, ადამიანების ნებისმიერი მიზეზით, ნებისმიერი შეკრება რისკია. როცა ჩვენ 5 რეკომენდაციას ვასახელებთ - პირბადეს, დისტანციას, სანიტარული წესრიგი, შეკრებები და აცრები, ეს ყველაფერი კვლავ ძალაშია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 365 068 შემთხვევაა დადასტურებული....
ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი, არაა ჭეშმარიტი მაჩვენებელი ეპიდსურათის, ესაა დაგროვილი შემთხვევები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ინფიცირების დინამიკას კვირის ბოლომდე დავაკვირდებით, დღეს პრევენციული ზომების გამკაცრებაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ის ზომები რაც არის პირბადის გამოყენებასა და სოციალურ დისტანციასთან დაკავშირებით უნდა დავიცვათ“,- აღნიშნა გაბუნიამ.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია დაგეგმილი იყო მესამე კვარტლიდან და ეს ასეც მოხდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„გამომდინარე გლობალური მოწოდების პრობლემებიდან და მთელი რიგი ბაზრის ანალიზის საფუძველზე, ჩვენ იმის მოლოდინი არც არასდროს გვქონია, რომ მასობრივი ვაქცინაციის დაწყების შესაძლებლობა გვექნებოდა მარტში ან აპრილში. ის ერთეული დოზები, რომელიც ჩვენ კოვაქსიდან მივიღეთ, იყო სასტარტო...
გაბუნია: კორონავირუსის შემთხვევების ასეთი მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ყოფილა
ბოლო 24 საათის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა 1000-ს აღემატება, რაც გარკვეულწილად განპირობებულია შაბათ-კვირას ტესტირების დაბალი რაოდენობით, თუმცა ასეთი მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ყოფილა, რაც საყურადღებოა და პრევენციული ზომების კიდევ უფრო მეტად გააქტიურების საჭიროებაზე მიუთითებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 3 ათასზე მეტი საწოლი ამ დროისთვის...
თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი, დაპირებული ერთი მილიარდი ლარის ნაცვლად, 1 192 526 769 ლარია.
როგორც მან თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 2018-2021 წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტმა, დაახლოებით, ორ მილიარდ ლარზე მეტი ინფრასტრუქტურულ, ხოლო მილიარდ ლარზე მეტი სოციალურ და ჯანდაცვის პროექტებზე დახარჯა.
„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2018 წელს შეადგენდა 1 086 863 570 ლარს, 2019 წელს –...
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საზოგადოებას თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის მიმართულებით, 2018-2021 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიშს აცნობს.
ანგარიშის პრეზენტაციაზე თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერიისა და გამგეობების მიერ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება სწორი მართვისა და მენეჯმენტის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
„უკვე მეექვსე კვირაა, რაც საზოგადოებას ვაბარებთ ანგარიშს იმ პროექტებთან და საქმეებთან დაკავშირებით, რაც დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. 2017 წელს საზოგადოებას დავპირდით,...
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოვახერხოთ და განსაკუთრებით ახალგაზრდებს ვუთხრათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პოპულარიზაცია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მართვისა და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორცილებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, მიესალმებიან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ეს მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.
„მაგალითად, საპარკო არეალები, სადაც რეაბილიტაცია ხორციელდება და სამუშაოებს ვაწარმოებთ ყველგან ვცდილობთ, რომ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































