თამარ გაბუნია: ყველაფერი, რაც ქვეყანაში ვაქცინების მობილიზებისთვის შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ნამდვილად გაკეთდა

731

ვაქცინაციის გეგმის თანახმად ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია დაგეგმილი იყო მესამე კვარტლიდან და ეს ასეც მოხდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„გამომდინარე გლობალური მოწოდების პრობლემებიდან და მთელი რიგი ბაზრის ანალიზის საფუძველზე, ჩვენ იმის მოლოდინი არც არასდროს გვქონია, რომ მასობრივი ვაქცინაციის დაწყების შესაძლებლობა გვექნებოდა მარტში ან აპრილში. ის ერთეული დოზები, რომელიც ჩვენ კოვაქსიდან მივიღეთ, იყო სასტარტო პერიოდისთვის, რაც ქვეყანამ გაიარა. ჩემი შეფასებით, ყველაფერი, რაც ქვეყანაში ვაქცინების მობილიზებისთვის შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ნამდვილად გაკეთდა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.