ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოვახერხოთ და განსაკუთრებით ახალგაზრდებს ვუთხრათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პოპულარიზაცია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მართვისა და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორცილებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, მიესალმებიან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ეს მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.
„მაგალითად, საპარკო არეალები, სადაც რეაბილიტაცია ხორციელდება და სამუშაოებს ვაწარმოებთ ყველგან ვცდილობთ, რომ სპორტული ზონები იყოს განახლებული და მოწესრიგებული. ეს შეიძლება იყოს საკალათბუთო, საფეხბურთო მოედნები, სატრენაჟორო ადგილები, სადაც არა მხოლოდ ახალგაზრდებს, არამედ ყველა თაობის ადამიანს აქვს შესაძლებლობა ივარჯიშოს. ნამდვილად სასიამოვნოა, როდესაც გადიხარ და ათვალიერებ რაიონებში, უბნებში განახლებულ სკვერებს და სატრენაჟორო სივრცეებში, ქალები, კაცები, ყველა ვარჯიშობს. მივესალმებით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ეს მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.