თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ საქართველომ ვაქცინირებულ ტურისტებს 72 საათში ტესტის გაკეთება მოსთხოვოს

523

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ საქართველომ ვაქცინირებულ ტურისტებს 72 საათში ტესტის გაკეთება მოსთხოვოს.

ამის შესახებ გაბუნიამ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა უკვე დაწყებულია.

„აქტიურად მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ტურისტი, რომელიც ქვეყანაში შემოდის, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა, შემოწმდეს ტესტირების საშუალებით. 72 საათში ტესტირების მოთხოვნა დღესაც გვაქვს, თუმცა, ვაქცინაციის სტატუსი ამ შემთხვევაში არის გამონაკლისი და არ მივიჩნევთ საჭიროდ, რომ ტესტირება ასეთ ტურისტებს ჩაუტარდეს, დღევანდელი მდგომარეობით. თუმცა, სამომავლოდ ამ რისკების გათვალისწინებით იგეგმება ტესტირების სქემის გააქტიურება შემომავალი ვაქცინირებული ტურისტებისთვის 72 საათში ერთხელ ტესტირების რეჟიმის გამართვა ქვეყანაში“, – განაცხადა გაბუნიამ.