გაბუნია: პრევენციული ზომების შესაძლო გამკაცრებაზე საკოორდინაციო საბჭოს არ უმსჯელია

226

ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი, არაა ჭეშმარიტი მაჩვენებელი ეპიდსურათის, ესაა დაგროვილი შემთხვევები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ინფიცირების დინამიკას კვირის ბოლომდე დავაკვირდებით, დღეს პრევენციული ზომების გამკაცრებაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ის ზომები რაც არის პირბადის გამოყენებასა და სოციალურ დისტანციასთან დაკავშირებით უნდა დავიცვათ“,- აღნიშნა გაბუნიამ.