გამყრელიძე: ივლისში ერთდროულად ოთხი სახის ვაქცინა გვექნება

219

ივლისში ერთდროულად ოთხი სახის ვაქცინა გვექნება. ეს ვაქცინებია: „სინოვაკი“ „სინოფარმი“, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ასტრაზენეკას“ ის დოზა, რაც უნდა მიეღო ქვეყანას და გადაიდო, მალე შემოვა.

„ასტრაზენეკას“ ის დოზები, რაც უნდა შემოსულიყო 22 რიცხვში, ალბათ, მალე შემოვა. ახლა ზუსტ თარიღს არ დავასახელებ, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ინფორმაცია მაქვს. მალე იქნება. ასევე მოხდება „ასტრაზენეკას“ შესაბამისი დოზების შემოსვლა ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.