დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმის გამო, რომ ჯერ არც ქვეყანას და არც მსოფლიოს კორონავირუსის პანდემია არ დაუმარცხებია, აუცილებელია, მოსახლეობამ კვლავ განაგრძოს წესების დაცვა.
„დღეს, ადამიანების ნებისმიერი მიზეზით, ნებისმიერი შეკრება რისკია. როცა ჩვენ 5 რეკომენდაციას ვასახელებთ – პირბადეს, დისტანციას, სანიტარული წესრიგი, შეკრებები და აცრები, ეს ყველაფერი კვლავ ძალაშია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 365 068 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 351 144, გარდაიცვალა 5 275 პაციენტი.