ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თბილისის მყარი ნარჩენების სისტემის განახლებისთვის 3.03 მილიონი ევროს სესხი დაამტკიცა. პროექტით თბილისის ცენტრალური ნაგავსაყრელის ინფრასტრუქტურა უნდა განახლდეს, კერძოდ კი მისი სადრენაჟო წყლების სისტემა უნდა მოდერნიზდეს. EBRD-ის ინფორმაციით, ეს სესხი 2018 წელს დამტკიცებული 15 მილიონი ევროს მოცულობის პროექტის გაგრძელებას წარმოადგენს. ბანკის თანახმად, პროექტ "მწვანე ქალაქების ჩარჩო 2"-ის ფარგლებში თანხა მყარი ნარჩენების შეგროვების ავტოპარკის, გადამამუშავებელი სადგურისა და სადრენაჟო სისტემის...
ქობულეთის ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენის მიზნით, თემატური ტურების პრაქტიკული სახელმძღვანელო მუშავდება. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წიგნთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ქობულეთში გამართა, სადაც პროექტში ჩართულ გიდებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად ტურების პირველადი ვარიანტები განიხილა. როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აღნიშნავენ, ქობულეთის თემატური ტურების სახელმძღვანელოში 5 დამუშავებული ტური შევა, სადაც ქალაქთან ერთად, ქობულეთის საზღვაო ზოლს მიღმა არსებული...
წინა სტატია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოქალაქე, რომელმაც მუნიციპალიტეტში მდებარე მდინარე ქციაში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა, დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული რ.შ. წყლის დაბინძურების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე მდინარე...
სიღნაღის მუნიციპალიტეტში უწყვეტი წყალმომარაგების პროექტი შეუფერხებლად მიმდინარეობს. წყალმომარაგების სამუშაოები ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში საქობოში, ბოდბისხევში, ჯუგაანსა და ტიბაანში აქტიურად გრძელდება. ამ დროისთვის სოფელ ანაგაში წყლის რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენ სოფლებში წყალსადენი ქსელები, ჭები და მარეგულირებლები ეწყობა. უწყვეტი წყალმომარაგების პროექტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცამეტ სოფელს: ანაგას, ვაქირს, მაშნაარს, საქობოს, ბოდბისხევს, ჯუგაანს, ტიბაანს, ქვ.მაჩხაანს, ბოდბეს, ქვ.მაღაროს, ილიაწმინდას, ხორნაბუჯსა და ხირსას მოიცავს. პროექტის ღირებულება 35 მილიონი ლარია....
ქალაქ ახალციხეში, ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფისთვის, ახალციხის მერიამ ტენდერი 205 664 ლარზე გამოაცხადა.წინადადებების მიღება 3 ივლისს დაიწყება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. „არსებული შადრევნები მოწყობილია 2011-2012 წლებში და ამ ხნის მანძილზე არ ჩატარებულა არავითარი სარეაბილიტაციო და აღდგენითი სამუშაოები. წინამდებარე პროექტით გათვალისწინებულია მწყობრიდან გამოსული ტუმბოების და მართვის ცენტრის რეაბილიტაცია, აგრეთვე დაზიანებული გამფრქვევი სისტემის აღდგენა“,- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტში. ტენდერში...
video
მოშლილი ინფრასტრუქტურა, დაუცველი ჰიგიენური ნორმები და ანტისანიტარია. გიყვებით პრობლემაზე, რომელსაც ყურადღებას წლებია არავინ აქცევს. ბათუმის ძველი ავტოსადგური კატასტროფულ მდგომარეობაში. პასუხისმგებლობას კი ყველა გაურბის. უკმაყოფილო მგზავრები, მომხმარებლები და თვითდასაქმებულები. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. უსახური ავტოსადგური წლებია ტურისტული ქალაქის უცვლელი რეალობაა. პირველი, რაც აქ შესვლისას მგზავრს თვალში მოხვდება, დაუცველი ჰიგიენურ-სანიტარული ნორმებია. იმის გამო, რომ ინფრასტრუქტურა სრულად მოშლილია, აქ დასაქმებულებს სისუფთავის დაცვა...
video
სიცოცხლისთვის რისკის შემცველი ხიდები ბათუმში. ქალაქში, მრავლად იპოვით ისეთ დაზიანებულ კონსტრუქციას, რომელზე გავლაც რთულია. ხიდებს არც მოაჯირები აქვს. შესაძლო რისკებსა და არსენულ რეალობაზე ადგილობრივებიც საუბრობენ. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებისთვის მოსახლეობა პრიორიტეტული, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ხდება. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. ეს ხიდი ასობით მოქალაქეს ცენტრალურ გზასთან აკავშირებს. იმის გამო, რომ რკინის კონსტრუქციას მხოლოდ ერთი მოაჯირი აქვს და ისიც...
მე ვერ ვხედავ წინაპირობებს, თვითმმართველობის არჩევნებზე საზოგადოებისა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შესაფერისი მერობის კანდიდატზე შეჯერება შესაძლებელი იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განუცხადა. მისივე თქმით, შეჯერება თუ მოხდება, იქნება კარგი, მაგრამ ეს არ არის ის, რაც კლიმატს შეცვლის. „კლიმატს ჩვენს ქვეყანაში ცვლის სხვა რამ. არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები არის მთავარი, ის კი არა, ვინაა კონკრეტული თავმჯდომარე ან რა წერია კანონში, არამედ...
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა იმდენი არჩევნები წააგეს, აღარ გვაქვს ფუფუნება, კიდევ წავაგებინოთ, გვინდა, ისინიც ჩვენი დიდი გამარჯვების თანამონაწილეები გახდნენ უკვე არჩევნების შემდეგ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ წინასაარჩევნოდ „სტრატეგია აღმაშენებელი“ არანაირ თანამშრომლობას არ აპირებს „პირობა მოგეცით, რომ გადავერთვებოდი თვითმმართველობის არჩევნების მზადებისთვის, დავიწყე გუშინ. 15 ივლისამდე მოგვეცით დრო და 15 ივლისამდე...
ავტორი: ეკატერინე ბასილაია 5-11 ივნისს მცხეთის მერიის წარმომადგენლები ესტონეთში იმყოფებოდნენ, სადაც სამი ქალაქის მაგალითზე გაიზიარეს თვითმმართველობის სფეროში ესტონეთის 30-წლიანი გამოცდილება, ისაუბრეს არსებული გამოწვევებსა და თვითმმართველობის განვითარებაზე. რა შეხვედრები მოეწყო, რა ინოვაცია დაინერგა ესტონეთის თვითმმართველობებში ამ 30 წლის განმავლობაში და რა მაგალითის გადმოტანა შეიძლება მოხდეს მცხეთის მუნიციპალიტეტში, ამ თემაზე droa.ge-სთან მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი საუბრობს. - დავიწყოთ იმით, რომ მცხეთის...
"გადამამუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, 2030 წლამდე, სახელმწიფო 700 მლნ ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს", - ამის შესახებ ნათქვამია "გარემოს დაცვის და სოფლის განვითარების პროგრამა - 2030-ში", რომლის პრეზენტაციაც ხუთშაბათს, 1 ივლისს გაიმართა. ინფორმაციას ბიზნეს მედია ავრცელებს. გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი გეგმით, გათვალისწინებულია შემნახველი და გადამმუშავებელი მეურნეობების მეტი მხარდაჭერა; „უახლოესი 10 წლის განმავლობაში, დარგში 1,7...
„გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წარადგინა. მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი სარწყავი ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია/მოდერნიზაციის 10-წლიანი პროგრამით, 2030 წლის ბოლოს, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 227 000 ჰექტარზე მეტი, ხოლო დამშრალი ფართობი - 74 000 ჰექტარზე მეტი იქნება. „ფაქტობრივად, მიტოვებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე შეუძლებელი იყო სოფლის მეურნეობის...
„ნარჩენების მართვას, საზოგადოების ჩართულობასთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკა სჭირდება. სწორი პოლიტიკა გულისხმობს ნარჩენების მართვის კუთხით ახლებურ მიდგომას - ნარჩენების მართვა უნდა იყოს ეკონომიკის ნაწილი. როცა ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, აქ მნიშვნელოვანია მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა. ეს გულისხმობს იმას, რომ პრევენციის მიზნით, 2030 წლისთვის, რიგი ნარჩენების შემცირებისთვის, მუნიციპალიტეტების დონეზე სეპარირების სრულად დანერგვა უნდა მოხდეს. ასევე მნიშვნელოვანია, დამაბინძურებელი ნარჩენების წარმომქმნელი...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 110 დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის. ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ სამთვიანი ვადა მიეცათ. „სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გავზარდეთ და წლის ბოლომდე, დამატებით,...
საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქ წნორში, 24 საცხოვრებელ კორპუსში დამონტაჟდა მრიცხველები, მოეწყო წყალმომარაგების შიდა სისტემა და წნევიანი  მაგისტრალი სიგრძით 2400 მ. პროექტი 1 თვეში დასრულდება, თუმცა, აღნიშნული სამუშაოების შედეგად, დამატებით 1500 ადამიანი უკვე სარგებლობს სტაბილური წყალმომარაგებით. პროექტის განხორციელებამდე მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა. სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა. „წნორის დანარჩენი მოსახლეობა კი (5 000-მდე...
დღეიდან თბილისში, მუნიციპალურ ავტობუსებში კონდიციონერის ჩართვა მხოლოდ დახურული ფანჯრების პირობებშია ნებადართული. როგორც საქართველოს პირველ არხს მერიის სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს, გადაწყვეტილება კოვიდრეგულაციების შემსუბუქების პარალელურად მიიღეს. მანამდე არსებული წესით, კონდიციონერის მუშაობის დროს, ავტობუსების ფანჯრები ღია უნდა ყოფილიყო. მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციების თანახმად, მუდმივად უნდა განიავდეს სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით, კონდიცირების შესახებ კი რეკომენდაციაში საუბარი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ