ახალციხის ხელოვნურ ტბაზე შადრევნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

373

ქალაქ ახალციხეში, ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფისთვის, ახალციხის მერიამ ტენდერი 205 664 ლარზე გამოაცხადა.წინადადებების მიღება 3 ივლისს დაიწყება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

„არსებული შადრევნები მოწყობილია 2011-2012 წლებში და ამ ხნის მანძილზე არ ჩატარებულა არავითარი სარეაბილიტაციო და აღდგენითი სამუშაოები. წინამდებარე პროექტით გათვალისწინებულია მწყობრიდან გამოსული ტუმბოების და მართვის ცენტრის რეაბილიტაცია, აგრეთვე დაზიანებული გამფრქვევი სისტემის აღდგენა“,- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტში.

ტენდერში წინადადებების მიღების ბოლო ვადა 6 ივლისია.

მერიამ ტენდერი ხელოვნურ ტბაზე, საფეხმავლო ბილიკის და ველობილიკის მოწყობის სამუშაოების უზრუნველყოფაზეც გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 394 593 ლარია.