სიღნაღის მუნიციპალიტეტში უწყვეტი წყალმომარაგების პროექტი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
წყალმომარაგების სამუშაოები ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში საქობოში, ბოდბისხევში, ჯუგაანსა და ტიბაანში აქტიურად გრძელდება.
ამ დროისთვის სოფელ ანაგაში წყლის რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენ სოფლებში წყალსადენი ქსელები, ჭები და მარეგულირებლები ეწყობა.
უწყვეტი წყალმომარაგების პროექტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ცამეტ სოფელს: ანაგას, ვაქირს, მაშნაარს, საქობოს, ბოდბისხევს, ჯუგაანს, ტიბაანს, ქვ.მაჩხაანს, ბოდბეს, ქვ.მაღაროს, ილიაწმინდას, ხორნაბუჯსა და ხირსას მოიცავს.
პროექტის ღირებულება 35 მილიონი ლარია. მისი დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.