ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია.
ცესკოს თავმჯდომარეობის პოზიციის დასაკავებლად გასაუბრებას ვილი პაჭკორია, მაია გურამიშვილი, გიორგი კალანდარიშვილი, იმედა კლდიაშვილი, გიორგი სანტურიანი, ილია ჭანტურაია, ლილი ბეგიაშვილი, ბონდო გასვიანი გაივლიან.
ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის პოზიციის დასაკავებლად კონკურსში ელზარ კაკულია, გია ცაცაშვილი, კონსტანტინე ჩიტანავა, თამაზ თაყაძე, ანა მიქელაძე, მარი კაპანაძე და არჩილ მდივნიშვილი იღებენ მონაწილეობას.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და...
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სექტორის განვითარების გრძელვადიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ დღეისთვის უწყების მნიშნელოვან წარმატებას საყოველთაო ვაქცინაციის პროცესის დაწყება წარმოადგენს.
ის ამ პროცესში მთავარ გამოწვევად მოსახლეობის ინფორმირებას ასახელებს.
„იმედს ვიტოვებ, რომ საქართველო ვაქცინაციის პროცესში იქნება სოლიდარული იმ თვალსაზრისით, რომ მნიშვნელოვანია ერთმანეთს სწორად მოვუწოდოთ, რამდენად მნიშვნელოვანია პანდემიის დასაძლევად ვაქცინაციის პროცესი. მთავრობამ თავის მხრვ იზრუნა და 3 მლნ დოზამდე ვაქცინა შეიძინა, ხოლო...
2021 წლის ბიუჯეტში კორექტირებები შევა, რის შედეგადაც მთავრობის მთლიანი ხარჯები 1.1 მილიარდი ლარით გაიზრდება. მათ შორის 177 მილიონი ლარით გაიზრდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, 100 მილიონი ლარით იზრდება რთველის სახელმწიფო დაფინანსება და ამ პროგრამის მოცულობა რეკორდულ 138.4 მილიონ ლარს მიაღწევს. შესაბამისად, წინასაარჩევნოდ კახელი და რაჭველი მევენახეები მნიშვნელოვანი მოცულობის...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებაში ჩამოყალიბებული ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მუშაობის შედეგად კლინიკების მიმართ სახელმწიფოს დავალიანება 200 მლნ ლარით შემცირდა და დღეს 160 მლნ ლარს შეადგენს.
მინისტრმა ჯანდაცვის 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვეშ ჯანდაცვის კუთხით 17 სახელმწიფო პროგრამა და 61 ქვეპროგრამაა გაერთიანებული. მათ შორისაა საყოველთაო ჯანდაცვის და ვერტიკალური პროგრამები.
„ამ სააგენტომ 2 წლის განმავლობაში ისეთ გამოწვევას უპასუხა,...
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2021 წლის ბიუჯეტში პრივატიზაციის შემოსავლების თავი 200 მილიონი ლარით იზრდება და ის 350 მილიონ ლარს მიაღწევს. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
“არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია) სახით მისაღები თანხების გეგმა იზრდება 200.0 მლნ ლარით და შეადგენს 350.0 მლნ ლარს, რაშიც ასახულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაწყებული აქტიური პრივატიზების პროცესიდან მისაღები დამატებითი სახსრები,” -...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი აკაკი ხუსკივაძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე აღნიშნულ პოზიციაზე ასარჩევად ხელს არ უშლის. როგორც ხუსკივაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტაცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილ შესარჩევ კომისიას წარუდგინა, წესრიგშია და გასაუბრებაზე გასავლელად მას ხელი არ უნდა შეეშალოს.
„ჩემი მოტივაცია იყო ძალიან მარტივი. 1995 წლიდან ვარ ჩართული არჩევნებში, ხოლო უშუალოდ საარჩევნო ადმინისტრაციაში ოლქის თავმჯდომარის თანამდებობაზე ვიყავი...
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამინისტროს 10- წლიანი გეგმა წარადგინა.
როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, „ქართული ოცნების“ პრიორიტეტია ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
„ჯანდაცვის კომპონენტში ჩვენი მიზანია, რომ დავადგინოთ ხარისხის ინდიკატორები და სტანდარტები, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებაში ძალიან კარგად ცნობილია. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევჯერდეთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ეკუთვნის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. ასევე, მნიშვნელოვანი რეფორმაა გასატარებელი სამედიცინო უნივერსიტეტებში.
ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება...
პეკინის გამზირზე, მე-2 კვარტალი კორპუს N8-ში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.
საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, წყალარინების გარე ქსელი 96 გრძივ მეტრზე შეიცვლება. განახლდება მილები და ჭები. აღნიშნული პროექტით 96 ოჯახს არსებული პრობლემა მოუგვარდება.
სამუშაოები საბურთალოს გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება, რაზეც ბიუჯეტიდან 54 697 ლარია გამოყოფილი.
რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მეოთხე გვირაბთან, ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით, გატარდა მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები და გზაზე დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
"ადგილზე მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა და პერსონალი. დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, სატრანპორტო მიმოსვლა უმოკლეს ხანში აღდგება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ დროისთვის, დასავლეთის მიმართულებით გადაადგილება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით არის შესაძლებელი.
გორში საზაფხულო ბაღები იმუშავებს. გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, აღსაზრდელთა რეგისტრაცია 8 ივლისს დაიწყება და 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
რეგისტრაციისთვის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადეგენლმა განცხადება უნდა დაწეროს.
“მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უნდა მობრძანდეს სააგენტოში, რომლის მისამართია (სტალინის N16 და დაწეროს განცხადება”, – განმარტავენ სააგენტოში.
2021 წლის ზაფხულში, აღსაზრდელები სიარულს N13 და N17 ბაგა–ბაღებში შეძლებენ. საზაფხულო ბაღები ბავშვებს 26...
უკვე 1 თვეზე მეტია, რუსთავი-ლილოს სამარშრუტო ხაზზე დასაქმებულმა მძღოლებმა მგზავრობის საფასური თვითნებურად გააძვირეს.
როგორც "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა მძღოლმა დაუდასტურა, მოსახლეობა მგზავრობის ოფიციალური ღირებულების, 1 ლარისა და 50 თეთრის ნაცვლად, ლილოს მიმართულებით გადაადგილებაში 1 ლარსა და 80 თეთრს იხდის.
"1 თვეზე მეტია ასეა. სხვა მარშრუტებზე იყო გაძვირებული, ჩვენთან არ იყო. რუსთავი-თბილისის ყველა გაძვირებულია. გამომდინარე იქიდან, რომ საწვავზე ფასი გაიზარდა, შუა სკამებიც ამოვიღეთ, ვითმინეთ,...
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, დევნილთა კორპუსში, სადაც მერია სოციალურ საცხოვრისს აწყობს, სამუშაოები შეჩერებულია. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
"ქუთაისიპოსტის" მიერ მასალის მომზადების შემდეგ, შენობაში სამუშაოები არ განახლებულა. როგორც დევნილები ამბობენ, ერთი კვირაა ადგილზე არავინ გამოჩენილა.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ, გუგუნავას ქუჩა #12-ში სოციალური საცხოვრისის მოწყობა გადაწყვიტა. შენობაში კი სარეკონსტრუქციო სამუშაოები ისე დაიწყო, რომ იქ მცხოვრები ექვსი ოჯახის ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების საკითხი ჯერ ისევ გაურკვეველია.
მერია დევნილებს რეკონსტრუქციის დასრულებამდე...
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება, - აცხადებენ თბილისის მერიაში.
"რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. შეზღუდვა 8 ივლისს, 10:00-დან 12:00 საათამდე იმოქმედებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაგირო გზა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წინა სტატია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კახეთის მიმართულებით, ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობისთვის 2 ტენდერი გამოაცხადა.
პროექტი სულ 3 ლოტს მოიცავს, რომელთა საერთო სიგრძე 35.2 კილომეტრია. პროექტი 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობას ითვალისწინებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ მიერ ჩატარებული საინჟინრო და ფინანსური ანალიზის საფუძველზე, გზის მშენებლობა ლოტებად იმგვარად დაიყო, რომ მაღალი კონკურენციის უზრუნველყოფასთან ერთად,...
თამარ გაბუნიას თქმით, მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო და ქვეყანამ 1 მილიონი ვაქცინის დოზა უკვე მიიღო.
"5 ივლისს მასობრივი ვაქცინაციის კამპანია დაიწყო, ქვეყანამ მიიღო 1 მილიონი დოზა ვაქცინა. ნახევარი მილიონი სინოფარმი და ნახევარი მილიონი სინოვაკი. გუშინ გაიხსნა რეგისტრაციის პორტალი, ამ ეტაპზე 100 000 ჯავშანი არის გახსნილი, რომელიც მოქალაქეებს ელოდება. 160 დაწესებულება არის ჩართული ვაქცინაციის პროცესში, რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის მეშვეობით, ასევე,...
მოგიყვებით პრობლემაზე, რომელიც ქალაქს წლებია აწუხებს. ჰიგიენური ოთახების სიმცირე დღემდე დიდი დისკომფორტია ქალაქის სტუმრებისა თუ ქალაქში მცხოვრებლებისთვის. ჯამში ბათუმში სულ 5 საპირფარეშოა. აქედან 3 ბულვარის ტერიტორიაზეა, რომელთაგან ერთი ახალია და ჯერ-ჯერობით უფუნქციოა. დამატებით პრობლენურია ფასები, რომელიც იმის მიხედვითაა დაყოფილი, ტურისტი ხართ თუ ადგილობრივი. რატომ ვერ გადაჭრა საკითხი ტურისტული ქალაქის თვითმმართველობამ? ვრცლად ამის შესახებ TV25ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ნახავთ.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































