თბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა 650 მილიონი ლარი დაჯდება

261

წინა სტატია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კახეთის მიმართულებით, ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობისთვის 2 ტენდერი გამოაცხადა.

პროექტი სულ 3 ლოტს მოიცავს, რომელთა საერთო სიგრძე 35.2 კილომეტრია. პროექტი 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობას ითვალისწინებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ მიერ ჩატარებული საინჟინრო და ფინანსური ანალიზის საფუძველზე, გზის მშენებლობა ლოტებად იმგვარად დაიყო, რომ მაღალი კონკურენციის უზრუნველყოფასთან ერთად, ადგილობრივ კომპანიებს მისცემოდათ ტენდერში დამოუკიდებლად მონაწილეობის საშუალება.

,,თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, რომელიც მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 35.2 კმ-იანი გზა აშენდება. მაგისტრალის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. გზის პროექტირების სამუშაოები კი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ავსტრალიურმა და ამერიკულმა მაღალკვალიფიციურმა კომპანიებმა შეასრულეს. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის ტენდერი სამ ლოტზე გამოცხადდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საინჟინრო და ფინანსური ანალიზის საფუძველზე, გზის მშენებლობა ლოტებად იმგვარად დაიყო, რომ მაღალი კონკურენციის უზრუნველყოფასთან ერთად, ადგილობრივ კომპანიებს მისცემოდათ ტენდერში დამოუკიდებლად მონაწილეობის საშუალება. საწყისი ლოტზე (ვაზიანის შემოვლითი გზა) სამშენებლო სამუშაოების ტენდერი სახელმწიფო შესყიდვის პროცედურით წარიმართება და მასში მონაწილეობას ქართული კომპანიები დამოუკიდებლად შეძლებენ. მომდევნო ორი ლოტის (ვაზიანი-საგარეჯოს და საგარეჯოს შემოვლითი გზის) მასშტაბურობიდან გამომდინარე, სამუშაოების შესყიდვისთვის გამოიყენება თავისუფალი საერთაშორისო შესყიდვის, კერძოდ, მსოფლიო ბანკის წესები და მაღალი კონკურენციის პირობებში, შეირჩევა საუკეთესო კომპანია. ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიასთან გაფორმდება FIDIჩ-ის ტიპის სამშენებლო კონტრაქტი. თუმცა, ქართულ კომპანიებს, ამ ლოტებზეც ექნებათ მონაწილეობის საშუალება ერთობლივი საწარმოების სახით.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისის კახეთის მიმართულებასთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. ამ მონაკვეთზე, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა, არსებული გზა კი ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს,”- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.