გაბუნია: ვაქცინებზე რეგისტრაცია შესაძლებელია ვებპორტალზე და ასევე, კლინიკაში მისვლითაც

186

თამარ გაბუნიას თქმით, მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო და ქვეყანამ 1 მილიონი ვაქცინის დოზა უკვე მიიღო.

“5 ივლისს მასობრივი ვაქცინაციის კამპანია დაიწყო, ქვეყანამ მიიღო 1 მილიონი დოზა ვაქცინა. ნახევარი მილიონი სინოფარმი და ნახევარი მილიონი სინოვაკი.  გუშინ გაიხსნა რეგისტრაციის პორტალი, ამ ეტაპზე 100 000 ჯავშანი არის გახსნილი, რომელიც მოქალაქეებს ელოდება. 160 დაწესებულება არის ჩართული ვაქცინაციის პროცესში, რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის მეშვეობით, ასევე, დაწესებულების ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე, შესაძლებელია კლინიკაში ვიზიტის შედეგად, თუ მას სხვაგვარად არ შეუძლია რეგისტრაცია”, – განაცხადა გაბუნიამ.