გორის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება

791

გორში საზაფხულო ბაღები იმუშავებს. გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, აღსაზრდელთა რეგისტრაცია 8 ივლისს დაიწყება და 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

რეგისტრაციისთვის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადეგენლმა განცხადება უნდა დაწეროს.

“მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უნდა მობრძანდეს სააგენტოში, რომლის მისამართია (სტალინის N16 და დაწეროს განცხადება”, – განმარტავენ სააგენტოში.

2021 წლის ზაფხულში, აღსაზრდელები სიარულს N13 და N17 ბაგა–ბაღებში შეძლებენ. საზაფხულო ბაღები ბავშვებს 26 ივლისიდან 3 სექტემბრის ჩათვლით მოემსახურება.