ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმა წარადგინა

228

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამინისტროს 10- წლიანი გეგმა წარადგინა.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, „ქართული ოცნების“ პრიორიტეტია ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

„ჯანდაცვის კომპონენტში ჩვენი მიზანია, რომ დავადგინოთ ხარისხის ინდიკატორები და სტანდარტები, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებაში ძალიან კარგად ცნობილია. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევჯერდეთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ეკუთვნის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. ასევე, მნიშვნელოვანი რეფორმაა გასატარებელი სამედიცინო უნივერსიტეტებში.

ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება სოციალური კოდექსი. ჩვენი გეგმაა, რომ შემდეგი 2 წლის განმავლობაში მოხდეს დეტალური ანალიზი იმ ხარვეზების, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში გაგვაჩნია. ეტაპობრივად დაიწყება სექტორალური რეფორმები, რომლებიც უკვე კანონით გამყარებულად ჩვენს მოქალაქეებს გარანტიას მისცემს, რომ მათ ჰქონდეთ უსაფრთხო ხელმისაწვდომობა ხარისხიან წამალზე, ასევე, უსაფრთხო და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.