რუსთავი-ლილოს სამარშრუტო ხაზზე დასაქმებულმა მძღოლებმა მგზავრობის საფასური თვითნებურად გააძვირეს

496

უკვე 1 თვეზე მეტია, რუსთავი-ლილოს სამარშრუტო ხაზზე დასაქმებულმა მძღოლებმა მგზავრობის საფასური თვითნებურად გააძვირეს.

როგორც “ინფო რუსთავს” ერთ-ერთმა მძღოლმა დაუდასტურა, მოსახლეობა მგზავრობის ოფიციალური ღირებულების, 1 ლარისა და 50 თეთრის ნაცვლად, ლილოს მიმართულებით გადაადგილებაში 1 ლარსა და 80 თეთრს იხდის.

“1 თვეზე მეტია ასეა. სხვა მარშრუტებზე იყო გაძვირებული, ჩვენთან არ იყო. რუსთავი-თბილისის ყველა გაძვირებულია. გამომდინარე იქიდან, რომ საწვავზე ფასი გაიზარდა, შუა სკამებიც ამოვიღეთ, ვითმინეთ, ვითმინეთ, მაგრამ ვეღარ გავქაჩეთ და გავაძვირეთ თვითნებურად”, – აცხადებს ლილოს სამარშრუტოო ხაზზე დასაქმებული ერთ-ერთი მძღოლი.

გამოცემა საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის “ინტერტრანსს” დაუკავშირდა.

“გადავამოწმებთ ინფორმაციას”, – ასე უპასუხეს კომპანიაში “ინფო რუსთავის” კითხვას რუსთავიდან ლილოს მიმართულებით მგზავრობის ფასის გაზრდასთან დაკავშირებით.