მთავრობა პრივატიზაციის გეგმას 350 მილიონ ლარამდე ზრდის

615

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2021 წლის ბიუჯეტში პრივატიზაციის შემოსავლების თავი 200 მილიონი ლარით იზრდება და ის 350 მილიონ ლარს მიაღწევს. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

“არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია) სახით მისაღები თანხების გეგმა იზრდება 200.0 მლნ ლარით და შეადგენს 350.0 მლნ ლარს, რაშიც ასახულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაწყებული აქტიური პრივატიზების პროცესიდან მისაღები დამატებითი სახსრები,” – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთანავე, ბიუჯეტის მიხედვით, 30 მილიონი ლარით იზრდება ადგილობრივი თვითმმართველობების შემოსავალი პრივატიზაციიდან და ის 130 მილიონ ლარს მიაღწევს.

პრივატიზაციასთან ერთად საქართველოს მთავრობა მიმდინარე წლის საგადასახადო შემოსავლის პროგნოზსაც ზრდის, ამ მიმართულებით მატება 720 მილიონი ლარი იქნება.