ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია

307

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია.

ცესკოს თავმჯდომარეობის პოზიციის დასაკავებლად გასაუბრებას ვილი პაჭკორია, მაია გურამიშვილი, გიორგი კალანდარიშვილი, იმედა კლდიაშვილი, გიორგი სანტურიანი, ილია ჭანტურაია, ლილი ბეგიაშვილი, ბონდო გასვიანი გაივლიან.

ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის პოზიციის დასაკავებლად კონკურსში ელზარ კაკულია, გია ცაცაშვილი, კონსტანტინე ჩიტანავა, თამაზ თაყაძე, ანა მიქელაძე, მარი კაპანაძე და არჩილ მდივნიშვილი იღებენ მონაწილეობას.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დაიწყება.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილი შესარჩევი კომისიის წევრმა, საიას თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სიმონიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გასაუბრების პროცესი ხვალ უნდა დასრულდეს და შერჩეული კანდიდატები პრეზიდენტს წარედგინოს.