რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

806

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

“რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. შეზღუდვა 8 ივლისს, 10:00-დან 12:00 საათამდე იმოქმედებს. 

სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაგირო გზა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.