ტიკარაძე: ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვან გამოწვევად მოსახლეობის სწორი ინფორმირება რჩება

310

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სექტორის განვითარების გრძელვადიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ დღეისთვის უწყების მნიშნელოვან წარმატებას საყოველთაო ვაქცინაციის პროცესის დაწყება წარმოადგენს.

ის ამ პროცესში მთავარ გამოწვევად მოსახლეობის ინფორმირებას ასახელებს.

„იმედს ვიტოვებ, რომ საქართველო ვაქცინაციის პროცესში იქნება სოლიდარული იმ თვალსაზრისით, რომ მნიშვნელოვანია ერთმანეთს სწორად მოვუწოდოთ, რამდენად მნიშვნელოვანია პანდემიის დასაძლევად ვაქცინაციის პროცესი. მთავრობამ თავის მხრვ იზრუნა და 3 მლნ დოზამდე ვაქცინა შეიძინა, ხოლო დონაციით 100 000 დოზამდე ვაქცინა მივიღეთ. აქედან გამომდინარე, ამ პროცესს საფრთხე დეფიციტის შექმნის კუთხით არ ემუქრება.

დღეისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად მოსახლეობის სწორი ინფორმირება რჩება, რათა ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანი მართვა მოკლე დროში მოვახდინოთ“, – განაცხადა მინისტრმა.