მცირე ბიზნესის წარმომადგენლები თელავის მერიას უპირისპირდებიან. თელავის მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული 9 მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანას გეგმავს. მიწის ნაკვეთებს შორის, ისეთი ადგილებიცაა, რომელთა მოსალოდნელ გასხვისებას, ადგილობრივი მცირე ბიზნესის უკმაყოფილება მოჰყვა. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
ერთ-ერთი არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი, თელავში, თბილისის გზატკეცილზე მდებარეობს
“თელავის მუნიციპალიტეტის მერია ისეთ მიწის ნაკვეთებს ყიდის, საიდანაც ფაქტიურად შემოსასვლელი გვაქვს. ამან შესაძლოა, ჩვენი ბიზნესი მოკლას”-...
რუსთავის მერია N4, N17, N18, N20, N21 და N31 ბაგა-ბაღების ეზოების მოწესრიგებას გეგმავს. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერები უკვე გამოაცხადა. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.
6 ბაღის ეზოს მოსაწესრიგებელი სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტიდან 699 955 ლარია გამოყოფილი.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 60 დღის ვადაში ევალება, რომ აღნიშნული ბაღების ეზოებში რეაბილიტაცია ჩაუტაროს ასფალტის საფარს, მოაწყოს ბორდიურები და საკანალიზაციო ქსელი.
მარნეულის მერიამ მუნიციპალიტეტის საქიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება საქართველოს მასშტაბით გადაწყვიტა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ინფორმაცია მერთან ინტერვიუს სახით გავრცელდება, რომელსაც გაზეთი „ახალი საქართველო“ დაბეჭდავს. ამ დროისთვის, მარნეულს მერი არ ჰყავს, მერის მოვალეობას კი თვეებია ზაურ ტაბატაძე ასრულებს. ამიტომ მარნეულის საქმიანობებსა და აქტივობებზე კითხვების გაცემა სწორედ ტაბატაძეს მოუწევს.
ადგილობრივი თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთბის განყოფილებაში გვითხრეს, რომ მასალა ერთჯერადად დაიბეჭდება. ინტერვიუს მოსამზადებლად გამარტივეული შესყიდვა...
ზუგდიდის ყოფილი მერი გიორგი შენგელია, რომელიც პარტია "საქართველოსთვის" შეუერთდა, თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე საუბრობს. ის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ მისთვის მიუღებელი გახდა მმართველი პარტიის ხელმძღვანელთა ქმედებები და პრიმიტიულ ტყუილებზე დაფუძნებული ბრალდებები ყოფილი თანაგუნდელების მიმართ. ყოფილი მერი თვლის, რომ ახალი პოლიტიკური პარტია ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
"ჩემთვის თანამდებობაზე ყოფნა არასდროს ყოფილა თვითმიზანი, ჩემი მისწრაფება ყოველთვის იყო ზუგდიდელებთან ერთად მეშენებინა უკეთესი...
ქალაქ თელავში სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი ფუნქციონირებას იწყებს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
ცენტრის მომსახურებით სარგებლობა შეეძლება 16 წლის ასაკის ზემოთ ყველას, რომელსაც სურს უნარების გაძლიერება, კარიერის დაგეგმვა, ახალი საქმის წამოწყება ან დასაქმება.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, უკვე გაიმართა სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის გახსნის პრეზენტაცია.
უწყების ინფორმაციით, ცენტრის ბაზაზე ეტაპობრივად შემუშავდება სასწავლო პროგრამები, ტრენინგები და სემინარები, რაც ითვალისწინებს, როგორც დასაქმების...
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას გამორიცხავს. მისი თქმით, კითხვები მთავრობის მეთაურის გადადგომაზე, არასერიოზულია და ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.
"პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მუდმივად ცდილობდნენ გარდაცვლილი ადამიანების ხარჯზე დაიწერონ პოლიტიკური ქულები. თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა თვეების მანძილზე ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, "ამ დაჯგუფებაში" შედის რამდენიმე პირი, ასევე...
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პროგრამა “აწარმოე საქართველოშის” ფარგლებში სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მოცულობა შემცირდება. მისი თქმით, თუკი ამჟამად პროგრამის ბენეფიციარებს საპროცენტო განაკვეთი რეფინანსირებას (9.5%) პლიუს 3%-ით, ანუ ჯამში 12.5%-ით უფინანსდებათ, მომავალში ეს ფორმულა შეიცვლება. კაკაურიძის თქმით, განახლებული ფორმულით პროექტის მონაწილეები უფრო მცირე ზომის სუბსიდიას მიიღებენ.
ამასთანავე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ პროგრამაში კიდევ ერთი ცვლილება შედის და მისი...
ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა.
სამინისტროში განმარტავენ, რომ კანონი აწესებს ახალ მოთხოვნებს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიმსრთულებით, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ კი საწარმო გარემოს დააბინძურებს, ის თავად იქნება ვალდებული გამოასწოროს პრობლემა და გაიღოს ამისთვის ფინანსური თანხები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი კანონი,...
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პოლიტიკური პარტიებისთვის რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით ცესკო-ში, პოლიტიკური გაერთიანების 11 წარმომადგენლთან შეხვედრა გაიმართა. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიებს რიგითი ნომრები მიენიჭათ.
როგორც ჟურნალისტებს ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განუცხადა, დღევანდელ შეხვედრას არ დასწრებიან პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების”, „ნაციონალური მოძრაობის” და „გირჩის” წარმომადგენლები იქიდან გამომდინარე, რომ მათ უკვე მიმართეს ცესკო- ს განცხადებით და დაიტოვეს ის რიგითი ნომრები, რომელიც...
თელავში 30 საწოლიანი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მშენებლობა იგეგმება. მთავრობის მიერ დაანონსებული სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა გასულ წლებში უნდა დაწყებულიყო, თუმცა დღემდე ამ საკითხზე არაფერია ცნობილი. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფსიქონევროლოგიური დისპანსერის მშენებლობასა და სამედიცინო აპარატურით აღჭურვას საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო დააფინანსებს.
ჯანდაცვის სამინისტროში გასულ წელს განმარტავდნენ, რომ ახალი საავადმყოფოს აშენებისა და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვის შემდეგ პაციენტებს სამედიცინო მომსახურების...
წინა სტატია
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებული ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროს, დავით ფეიქრშივილთან საპროცესო გაფორმდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
წელიწადნახევარი პირობითი და თანამდებობისა და საქმიანობის ჩამორთმევა-ეს გადაწყვეტილება, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართღლე, გოჩა ჯეირანაშვილმა მიიღო.
დავით ფეიქრიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 7 ივლისს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სახელმწიფოს...
23 დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ბობოყვათში საპროტესტო აქცია შეწყდა. აქციის მონაწილეები მთავრობისგან მოთხოვნების შესრულებას 20 სექტემბრამდე ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ, აქციის შეწყვეტის მიუხედავად კარვების დაშლას ამ ეტაპზე არ გეგმავენ. ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი წერს.
10 ივლისს მათ ''სტრატეგია აღმაშენებლის'' თავმჯდომარე შეხვდა, გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს სექტემბრიდან პარლამენტში მისვლა და საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება ურჩია. ასევე მის გუნდში გაწევრიანება და...
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი თბილისში 5 და 6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში სახალხო დამცველის აპარატი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მოუწოდებს, უმოკლეს ვადებში, გამოავლინონ სავარაუდო ძალადობრივი ჯგუფების მოქმედებებზე მთავარი პასუხისმგებელი პირები და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყონ, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ კი, საზოგადოების პროაქტიული დეტალური ინფორმირება მოახდინონ.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ეფექტიანი...
ბათუმში სამარშუტო ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ და ტრანსპორტი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს. ისინი მგზავრთა გადაყვანაზე მანამდე აცხადებენ უარს, სანამ სამგზავრო ტარიფი არ გაიზრდება ან საწვავის ფასი არ დაიკლებს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ სამგზავრო ტარიფის გაზრდა არ იგეგმება. აცხადებენ, რომ პანდემიის გამო მძღოლები მიმდინარე წლის ნოემბრის ჩათვლით გათავისუფლებულნი არიან სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასისგან.
საქართველოს პარლამენტში ოპოზიციონერ დეპუტატებსა და მმართველი გუნდის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც TV პირველის დირექტორი, ვატო წერეთელი სასესიო დარბაზში შევიდა და მას დარბაზი დაატოვებინეს.
ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა პარლამენტის ტრიბუნაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.
პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელთან არიან ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის ხატია დეკანოიძე, თინა ბოკუჩავა, ანა ნაცვლიშვილი, ანა წითლიზე და თაკო ჩარკვიანი. ისინი ამბობენ, რომ პარლამენტის...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საუბარი დაიწყო საქართველოში გუშინ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევით. კუჭავამ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. როგორც კუჭავამ აღნიშნა, ამ სამწუხარო ამბავმა ყველა აღაშფოთა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტსაც მოუწევს, აქტიურად ჩაერთოს პროცესში, რათა რეალურად დადგინდეს ყველა მიზეზი, რამაც ოპერატორის გარდაცვალება გამოიწვია.
„პირველ რიგში, მინდა, დავიწყო ტრაგიკული შემთხვევით, რომელიც გუშინ გავიგეთ. შეიძლება ემოციების გარეშე არ ისაუბრო, როდესაც ახალგაზრდა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































