23 დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ბობოყვათში საპროტესტო აქცია შეწყდა. აქციის მონაწილეები მთავრობისგან მოთხოვნების შესრულებას 20 სექტემბრამდე ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ, აქციის შეწყვეტის მიუხედავად კარვების დაშლას ამ ეტაპზე არ გეგმავენ. ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი წერს.
10 ივლისს მათ ”სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე შეხვდა, გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს სექტემბრიდან პარლამენტში მისვლა და საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება ურჩია. ასევე მის გუნდში გაწევრიანება და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა შესთავაზა.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეები მიწების დაკანონებას ითხოვენ, აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია მათ წინაპრებს ეკუთვნოდა და ამის დამადასტურებელი საარქივო მასალა გააჩნიათ.