რეგიონის ვეტერანთა სამმართველოს უფროსთან საპროცესო გაფორმდა

334

წინა სტატია

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებული ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროს, დავით ფეიქრშივილთან საპროცესო გაფორმდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

წელიწადნახევარი პირობითი  და თანამდებობისა და საქმიანობის ჩამორთმევა-ეს გადაწყვეტილება, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართღლე, გოჩა ჯეირანაშვილმა მიიღო.

დავით ფეიქრიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 7 ივლისს  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების უგულებელყოფით, მოქალაქეს მიაქირავა, ქ. ახალციხეში მდებარე, სსიპ-ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გამგებლობაში არსებული საოფისე ფართი, რომლის სანაცვლოდაც, გამოართვა ფულადი თანხა 1 000 ლარის ოდენობით, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.