როდის დაიწყება თელავში ფსიქიატრიული საავადმყოფოს მუშაობა უცნობია

292

თელავში 30 საწოლიანი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მშენებლობა იგეგმება. მთავრობის მიერ დაანონსებული სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა გასულ წლებში უნდა დაწყებულიყო, თუმცა დღემდე ამ საკითხზე არაფერია ცნობილი. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფსიქონევროლოგიური დისპანსერის მშენებლობასა და სამედიცინო აპარატურით აღჭურვას საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო დააფინანსებს.

ჯანდაცვის სამინისტროში გასულ წელს განმარტავდნენ, რომ ახალი საავადმყოფოს აშენებისა და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვის შემდეგ პაციენტებს სამედიცინო მომსახურების მიღება საუკეთესო პირობებში შეეძლებათ.

,,აღმოსავლეთ საქართველოში არ არის ფსიქიატრიული საავადმყოფო, ამიტომ მოსახლეობას ხშირად უწევს პაციენტების თბილისში განთავსება, რაც იწვევს მგზავრობის დამატებით ხარჯს, ისედაც შეჭირვებულ მოსახლეობას კი კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აწვება და პაციენტების ახლობლებს უჭირთ პაციენტის ნახვა სტაციონარში“. – აცხადებდნენ ჯანდაცვის სამინისტროში.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყების ვადა არ არის ცნობილი. აღნიშნულ საკითხზე გასულ კვირას ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, მთავრობის მიერ წარ­დგე­ნილი დო­კუ­მენ­ტის ფარგლებში, რო­მელიც ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას ეხება,  პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ჩი­ნე­თის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტის მეშ­ვე­ო­ბით გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

“შე­მუ­შავ­დე­ბა ახა­ლი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც სრუ­ლად იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქის ბიო-ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე. ჩი­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფოს გრან­ტის ფარ­გლებ­ში რეგიონებში იგეგ­მე­ბა 2 ახა­ლი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა და თბი­ლი­სის 2 ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. მოხ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლუ­რი ქსე­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბაც, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი ხა­რის­ხი სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბით, პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა სა­მი­ნის­ტროს 10-წლი­ა­ნი გეგ­მა, რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, 7 ივ­ლისს წა­რად­გი­ნა.