ბათუმში სამარშუტო ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ და ტრანსპორტი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს. ისინი მგზავრთა გადაყვანაზე მანამდე აცხადებენ უარს, სანამ სამგზავრო ტარიფი არ გაიზრდება ან საწვავის ფასი არ დაიკლებს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ სამგზავრო ტარიფის გაზრდა არ იგეგმება. აცხადებენ, რომ პანდემიის გამო მძღოლები მიმდინარე წლის ნოემბრის ჩათვლით გათავისუფლებულნი არიან სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასისგან.