რუსთავის მერია 6 საბავშვო ბაღის ეზოს მოსაწესრიგებლად 700 000-ლარამდე დახარჯავს

898
რუსთავის მერია

რუსთავის მერია N4, N17, N18, N20, N21 და  N31 ბაგა-ბაღების ეზოების მოწესრიგებას გეგმავს. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერები უკვე გამოაცხადა. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.

6 ბაღის ეზოს მოსაწესრიგებელი სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტიდან 699 955 ლარია გამოყოფილი.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 60 დღის ვადაში ევალება, რომ აღნიშნული ბაღების ეზოებში რეაბილიტაცია ჩაუტაროს ასფალტის საფარს, მოაწყოს ბორდიურები და საკანალიზაციო ქსელი.