მთაწმინდის რაიონის გამგეობამ 2021 წლის 6 თვის ანგარიში გამოაქვეყნა. მთაწმინდის გამგეობის მიერ 2021 წლის ორ კვარტალში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი ასეთია: 5 მისამართზე სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა, ხოლო 3 მისამართზე მიმდინარეობს; გამწვანებისა და მცენარეთა-მოვლა პატრონობის სამუშაოები ჩატარდა 175 მისამართზე; საგზაო ინფრასტრუქტურა 35 155.37 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. საგზაო სამუშაოები 19 მისამართზე შესრულდა; ვ.პეტრიაშვილის ქუჩაზე დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყო ტროტუარი და ბორდიური; 5 მისამართზე საყრდენი კედელი მოეწყო; მიწისქვეშა კომუნიკაცია...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში კომბინირებული მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანი მოეწყობა. სამუშაოების შესყიდვისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 132 110 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამშენებლო სამუშაოებსთვის 405 კვადრატული მეტრია გამოყოფილი. ტერიტორიაზე შემდეგი სახის სამუშაოები განხორციელდება: ტერიტორიის დასუფთავება სადემონტაჟო სამუშაოები გამხმარი ხის მოჭრა მიწის მოჭრა ღორღის შეტანა რკინა/ბეტონის სამუშაოების ჩატარება ლამპიონების დამონტაჟება ქვაფენილის მოწყობა საფეხბურთო კარის მოწყობა მინი სტადიონის შემოღობვა ხელოვნური საფარის...
სამგორის გამგეობის ცნობით, 2021 წლის ორ კვარტალში საგზაო ინფრასტრუქტურა 65 965 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 2021 წლის ორ კვარტალში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი ასეთია: საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 65 965 კვ.მ ფართობზე; სკვერიების მოწყობა/რეაბილიტაცია განხორციელდა 11 მისამართზე; სპორტული მოედნები მოწყო/რეაბილიტირდა 6 მისამართზე; მიწისქვეშა კომუნიკაციები მოეწყო/რეაბილიტირდა 11 მისამართზე; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 192 პროექტი განხორციელდა: მოწესრიგდა 47 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 34 ლიფტს; 34 მისამართზე...
ბოტანიკურ ბაღში, ზუგდიდის საპატიო მოქალაქისა და საპატიო ზუგდიდელის წოდების მინიჭების ღონისძიება გაიმართება. ინიციატორი ადგილობრივი მერიაა. ღონისძიებისთვის, რომელიც მოიცავს საკონცერტო ნაწილს და დაჯილდოების ცერემონიას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 29 190 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ღონისძიებისთვის ორი დამოუკიდებელი ტენდერი გამოცხადდა. ერთი გულისხმობს სცენით, განათებითა და გახმოვანების აპარატურით მომსახურებას, მუსიკალური პროგრამის შემსრულებლებისა და მოწვეული სტუმრების სასტუმროში დაბინავებას და საუზმე-ვახშამს 10 პერსონაზე. ამ ყველაფრისთვის...
ლტოლვილთა დანიის საბჭომ, ლაღიძის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაასრულა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სრულ საკუთრებაში გადასცა. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. აღნიშნულ დოკუმენტს დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ და ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ მოაწერეს. შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, დანიის ლტოლვილთა საბჭოს დასავლეთ საქართველოს სამხარეო მენეჯერი მზევინარ ჯოჯუა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების...
15 ივლისს, იაპონიის ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ელჩმა გახსნა პროექტი „სანიტარული პირობების გაუმჯობესება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში“, რომელიც იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის მიერ დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში, შეძენილია 57,329 დოლარის ღირებულების მცირეგაბარიტიანი ნარჩენების შემგროვებელი მანქანა და პლასტმასის შეგროვებისთვის განკუთვილი სპეციალური ურნები, რომლებიც განთავსდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზღვისპირეთში. ტექნიკის შეძენა ქალაქ ოზურგეთის და გურიის რეგიონის მიერ შემუშავებული მწვანე სტრატეგიის...
საჭიროა გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ვინც ძალადობა წაახალისა შედეგი მოჰყვება - აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი 5 ივლისის მოვლენებზე საუბრისას. ძალადობა მიუღებელია. საჭიროა მკაფიო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ამას მოჰყვება შედეგები მათთვის, ვინც ძალადობა წაახალისა და ვინც ძალადობრივად დაესხა თავს მოქალაქეებს, რომლებიც მშვიდობიანად სარგებლობენ თავიანთი კონსტიტუციური უფლებით - ამბობს დეგნანი და მიიჩნევს, რომ რეაგირების გარეშე დატოვებული ძალადობა, მისი წახალისებაა: „თუკი არ იქნება მკაფიო შედეგები,...
რუსთავის მერია
რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად დოლიძემ თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას პარტიას - „საქართველოსთვის“ შეურთდა. ამის შესახებ დოლიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის განმარტავს, მისი და მმართველი პარტიის ხედვები ერთმანეთს დაშორდა. „2017 წლიდან დღემდე რუსთავის საკრებულოში გახლდით ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე. მივიღე გადაწყვეტილება ფრაქციისა და დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ, ვინაიდან პარტიისა და ჩემი ხედვები ადამიანურ ფასეულობებთან და ღირებულებებთან...
შეზღუდვების შემსუბუქება ვიჩქარეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა. მიუხედავად ამ პოზიციისა, გამყრელიძე ამბობს, რომ მას ესმის ეკონომიკური მდგომარეობა და ის, რომ ქვეყნის ეკონომიკას სჭირდებოდა ამოსუნთქვა. „მეც ვფიქრობ, რომ ვიჩქარეთ შეზღუდვების შემსუბუქება, მაგრამ გასაგებია, რომ სამედიცინო მხარე ყოველთვის რადიკალურები ვართ. თუმცა გასაგებია ეკონომიკური მხარეც. ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო იყო გარკვეული თავისუფლება, რომ ეკონომიკას ამოესუნთქა, ამიტომ ჯერდება...
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირები ოზურგეთში სკვერის მოვლა-დასუფთავებაზე იზრუნებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ დღეს მოაწერეს. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და საზოგადოებაში მათ სრულყოფილ ინტეგრაციას. „დოკუმენტის თანახმად, მსჯავრდებულები, რომელთა სასჯელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს, ოზურგეთის მერიის შესაბამის სამსახურებში დასაქმდებიან....
ტრანსპორტის პროფკავშირის ინფორმაციით, გუშინ ლურჯი მიკროავტობუსების მძღოლები კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელს შეხვდნენ და სამუშაო პირობების გაუმჯობესების სიტყვიერი დაპირება მიიღეს. როგორც ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელმა ლავრენტი ალანიამ BM.GE-სთან საუბრისას განმარტა, კომპანიისა ხელმძღვანელისა და მძღოლების შეხვედრას წინ პროფკავშირის მიერ ორივე მხარესთან მოლაპარაკებები უძღოდა, გუშინ გამართულ შეხვედრაზე კი მათ ხელფასების საათობრივ და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაზე, მე-13 ხელფასის და აღდგომის დღესასწაულებზე პრემიების გაცემაზე, უქმე დღეებში...
წინა სტატია საქართველოს მთავრობის მიერ 322-ე დადგენილებაში, რომელიც იზოლაციისა და კარანტინის წესებს მოიცავს, შესული ცვლილებების მიხედვით, ბანაკის ტიპის შეკრებები იკრძალება. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუშინ ხელმოწერილი 359-ე დადგენილების მიხედვით, ცვლილებები შევიდა 322-ე დადგენილების მეოთხე მუხლში და მე-8 და მე-9 პუნქტები დაემატა. „იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად. 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება...
ქალაქ გურჯაანში ცენტრალური-ნონეშვილის ქუჩის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დაიწყება. პროექტის- „განახლებული რეგიონის “ ფარგლებში მოხდება შენობების ფასადების შეკეთება, ასევე მოეწყობა ტროტუარები. მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, განახლდება „პაპას ბაღი“ და „ბებოს ბაღი“ "თავდაპირველად გაკეთდება „ბებოს ბაღთან“ არსებული კორპუსი, ბიბლიოთეკა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა და კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი. ამის შემდეგ, მოხდება დანარჩენი შენობების ფასადების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მთლიან ქუჩაზე შეიცვლება ელექტროენერგიის...
საქართველოს მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმირებას და მის გაფართოებას გეგმავს - შესაბამის ცვლილებას ჯანდაცვის 10-წლიანი სტრატეგია ითვალისწინებს. ინფორმაციას BM.GE ავრცლებს. დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანამ “დასავლეთ ევროპულის” მსგავსი “სოციალური კოდექსი” უნდა შეიმუშავოს და ჯანდცვის პროგრამები გააფართოვოს. ჯერჯერობით უცნობია, როდის წარადგენს მთავრობა ამ კანონპროექტს და რამდენი მილიარდი ლარი დაუჯდებათ გადასახადის გადამხდელებს ახალი პროგრამის დაფინანსება. “სოციალური კოდექსით გათვალისწინებული სადაზღვევო რეფორმა ითვალისწინებს სოლიდარობის პრინცპიზე დამყარებული მოდელის ევროპულ...
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დავით კუხალეიშვილი დაინიშნა. ინფორმაციას ადასტურებენ რწმუნებულის ადმინისტრაციაში. დავით კუხალეიშვილი რწმუნებულის ყოფილი მოადგილე და ყოფილი პროკურორია. ის გუბერნატორის მოადგილედ 2012-2013 წლებში მუშაობდა. მანამდე რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა. დავით კუხალეიშვილი იყო მათ შორის ზუგდიდის რაიონის პროკურორის მოადგილე და ფოთის რაიონული პროკურორიც.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის თვეში ჩატარდება. ენმ-ს პარტიიდან მარნეულის მერობის კანდიდატის ვინაობასთან დაკავშირებით განხილვები მიმდინარეობს. არსებობს ვარაუდი, რომ კანდიდატად პარლამენტის ყოფილი დეპუტატს, ენმ-ს წევრი აზერ სულეიმანოვს ან ენმ-ს მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, აგილ მუსტაფაევის წარადგენენ. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აგილ მუსტაფაევმა აღნიშნა, რომ პარტიის ცენტრალურ ოფისში კანდიდატთან დაკავშირებით განხილვები მიმდინარეობს. „ჩვენთვის პირველ რიგში ადგილობრივი წარმომადგენლები, ადგილობრივი აქტივისტები და პარტიის წევრების აზრი მნიშვნელოვანია....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ