ყიზილაჯლოში ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნის მოეწყობას მერია 132 110 ლარად გეგმავს

294

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში კომბინირებული მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანი მოეწყობა. სამუშაოების შესყიდვისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 132 110 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამშენებლო სამუშაოებსთვის 405 კვადრატული მეტრია გამოყოფილი. ტერიტორიაზე შემდეგი სახის სამუშაოები განხორციელდება:

  • ტერიტორიის დასუფთავება
  • სადემონტაჟო სამუშაოები
  • გამხმარი ხის მოჭრა
  • მიწის მოჭრა
  • ღორღის შეტანა
  • რკინა/ბეტონის სამუშაოების ჩატარება
  • ლამპიონების დამონტაჟება
  • ქვაფენილის მოწყობა
  • საფეხბურთო კარის მოწყობა
  • მინი სტადიონის შემოღობვა
  • ხელოვნური საფარის მოწყობა
  • კალათბურთის ფარების მოწყობა
  • ტრიბუნის სკამების მონტაჟი

ყიზილაჯლოში კომბინირებული მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნის სამუშაოების შესყიდვის ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 23 ივლისიდან 26 ივლისამდე პერიოდში შეეძლებათ.

გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში შეასრულოს.

გარეკანის ფოტო: სატენდერო დოკუმენტაცია