სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დავით კუხალეიშვილი დაინიშნა

336

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დავით კუხალეიშვილი დაინიშნა. ინფორმაციას ადასტურებენ რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

დავით კუხალეიშვილი რწმუნებულის ყოფილი მოადგილე და ყოფილი პროკურორია.

ის გუბერნატორის მოადგილედ 2012-2013 წლებში მუშაობდა. მანამდე რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა. დავით კუხალეიშვილი იყო მათ შორის ზუგდიდის რაიონის პროკურორის მოადგილე და ფოთის რაიონული პროკურორიც.