კელი დეგნანი 5 ივლისზე: თუ მთავრობას არ ექნება მკაფიო გზავნილი, ეს იქნება ძალადობისკენ მოწოდება

366

საჭიროა გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ვინც ძალადობა წაახალისა შედეგი მოჰყვება – აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი 5 ივლისის მოვლენებზე საუბრისას.

ძალადობა მიუღებელია. საჭიროა მკაფიო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ამას მოჰყვება შედეგები მათთვის, ვინც ძალადობა წაახალისა და ვინც ძალადობრივად დაესხა თავს მოქალაქეებს, რომლებიც მშვიდობიანად სარგებლობენ თავიანთი კონსტიტუციური უფლებით – ამბობს დეგნანი და მიიჩნევს, რომ რეაგირების გარეშე დატოვებული ძალადობა, მისი წახალისებაა:

„თუკი არ იქნება მკაფიო შედეგები, მკაფიო გზავნილები იმის შესახებ, რომ ძალადობა არ იქნება შეწყნარებული, ეს კიდევ მეტი ძალადობისკენ წახალისება იქნება. იმ მოქალაქეებისთვის დაცული და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რომლებიც თავიანთ კონსტიტუციურ უფლებას იყენებენ, ნებისმიერი მთავრობის ფუნდამენტური პასუხისმგებლობაა“, – ამბობს კელი დეგნანი.