ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების შემსუბუქება ვიჩქარეთ

271

შეზღუდვების შემსუბუქება ვიჩქარეთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა.

მიუხედავად ამ პოზიციისა, გამყრელიძე ამბობს, რომ მას ესმის ეკონომიკური მდგომარეობა და ის, რომ ქვეყნის ეკონომიკას სჭირდებოდა ამოსუნთქვა.

„მეც ვფიქრობ, რომ ვიჩქარეთ შეზღუდვების შემსუბუქება, მაგრამ გასაგებია, რომ სამედიცინო მხარე ყოველთვის რადიკალურები ვართ. თუმცა გასაგებია ეკონომიკური მხარეც. ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო იყო გარკვეული თავისუფლება, რომ ეკონომიკას ამოესუნთქა, ამიტომ ჯერდება ყველა წინადადება და მერე ვცდილობთ ოქროს შუალედით იყოს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ შეზღუდვების მოხსნა მთელი რიგი მიმართულებებით იყო აჩქარებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ იგივე პოზიცია აქვს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასაც. მან გუშინ პარლამენტში თქვა, რომ შეზღუდვების შემსუბუქება ძალიან სწრაფად მოხდა.

ბოლო 24 საათში Covid-ინფიცირების 1 653 და გამოჯანმრთელების 466 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 13 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.