სამგორის გამგეობა: 2021 წლის ორ კვარტალში შესრულებული სამუშაოებისთვის 15 581 461 ლარი დაიხარჯა

319

სამგორის გამგეობის ცნობით, 2021 წლის ორ კვარტალში საგზაო ინფრასტრუქტურა 65 965 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 2021 წლის ორ კვარტალში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი ასეთია:

საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 65 965 კვ.მ ფართობზე;
სკვერიების მოწყობა/რეაბილიტაცია განხორციელდა 11 მისამართზე;
სპორტული მოედნები მოწყო/რეაბილიტირდა 6 მისამართზე;
მიწისქვეშა კომუნიკაციები მოეწყო/რეაბილიტირდა 11 მისამართზე;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 192 პროექტი განხორციელდა:
მოწესრიგდა 47 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი;
რეაბილიტაცია ჩაუტარდა 34 ლიფტს;
34 მისამართზე განხორციელდა სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები და რეაბილიტირდა საერთო სარგებლობის კიბე;

2021 წლის 2 კვარტალში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 15 581 461 ლარი დაიხარჯა.