ხარაგაულში წელს ხარაგაულის მერიის შესაბამისი სამსახურების აქტიური ჩართულობით 10 შეჩერებული პროექტი "გაცოცხლდა“. სოფელ ნუნისის გზა ათი პროექტიდან ერთ-ერთია. ინფორმაციას ხარაგაულის მერია ავრცელებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანთან ერთად, სოფელ ნუნისში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა. კობა ლურსმანაშვილი: ,,ჩვენ გავაკეთეთ 2018-2019 წლებში დაწყებული და შემდეგ შეჩერებული პროექტების გადაფასებაც, გაცოცხლებაც და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების დამატება, რათა...
იფიქრე იდეაზე - წარადგინე შენი პროექტი შენი ქალაქისთვის, ამ სახელწოდებით ხარაგაულის მერია სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამისთვის მოსახლებას იდეების წარდგენას სთავაზობს. ინფორმაციას ხარაგაულის მერია ავრცელებს. მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2022 წლიდან ხარაგაულის მაცხოვრებლები თავიანთი შეხედულებისამებრ, პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეძლებენ დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი. "წარმოდგენილი ინიციატივებისთვის, ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამისთვის 150 000 ლარი განისაზღვრება. გამოყოფილი თანხა მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების...
გორის მუნიციპალიტეტის სოფლ ბნავისის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ამის შესახებ ნინო ფისაძე საუბრობს. ის გორის მერიას მიმართავს და პირობის ასრულებას ითხოვს: ,,წყალი სოფელ ბნავისში იქნებაო, 24 საათი გექნებათო, გავაკეთეთო. თქვენ არ იყავით? 2021 წლის 18 ივლისია და წყალი არ არის! წინა კვირასაც ორი დღე ვიყავი სოფელში და წყალი არ იყო. ანუ, ისევ 2021 წელს...
ადგილობრივი ბაზალტით გზების მოკირწყვლა ქალაქ ბოლნისში აქტიურად გრძელდება, - ამის შესახებ ნათქვამია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იაკობ ცურტაველის, მერაბ კოსტავასა და თამარ მეფის ქუჩების მონაკვეთებზე ქვაფენილის დაგება მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ქუჩებზე მოსახლეობის ჭიშკრები გამოიცვალა და ღობეები შეკეთდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო. სამუშაოები რეგიონებში...
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, დღეს, 20:00 საათზე, ჯანსუღ კახიძის 10-ში, „არტარეისა“ და თბილისის მერიის თანამშრომლობით, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აუდიო-მუსიკალური საღამო, „თბილისური ეზო - ვაჟა-ფშაველა“ გაიმართება. თბილისის მერიის ცნობით, ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრება. „ღონისძიების შინაარსი თენგიზ აბულაძის „ვედრების“ სიუჟეტს მიუყვება, რომელიც, ვაჟა-ფშაველას ორ ნაწარმოებს, „ალუდა ქეთელაურსა“ და „სტუმარ-მასპინძელს“ ეფუძნება. მუსიკალური ნაწილი ნოდარ გაბუნიასა და სოსო...
რუსთავის მერია
რუსთავის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ნინო ქვირია აცხადებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მიზნით, მას მიზანმომართულად დევნიდნენ და გათავისუფლების საფუძველი ხელოვნურად შეუქმნეს. ინფორმაციას On.ge ავრცელებს. ქვირიას თქმით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში რუსთავის მერმა ორჯერ დაიბარა სამსახურიდან გათავისუფლების განცხადების დაწერას სთხოვდა. ის ამბობს, რომ განთავისუფლების განცხადებაზე უარის თქმის შემდეგ, მის მიმართ სხვადასხვა...
მე განვსაზღვრე და ხაზი გავუსვი ჩემს შეხვედრებში დღეს, რომ მთავარი და ცენტრალური როლი არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ესოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, - მის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომელიც საქართველოში ვიზით იმყოფება. მისივე თქმით, უმცირესობების უფლებები მარგინალური საკითხი არ არის. „პატივისცემა მრავალფეროვენებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი და ასევე საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში....
მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ გზას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. პროექტის ღირებულება შვიდ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის აღმოსავლეთ-საქართველოში ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახურის უფროსი ვაჟა ადამია "რადიო მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, მარნეული-ბოლნისის დამაკავშრებელ გზის 7 კილომეტრიან მონაკვეთზე, სამუშაოების დაწყება სექტემბერში იგეგმება. „ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის კმ30-კ37 მონაკვეთზე ამჟამად არის შეფერხებები გადაადგილებასთან დაკავშირებით. საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს აღნიშნულ მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციას, რომელიც მარნეულის...
გორის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 20 ივლისიდან დაიწყება. რეგისტრაციას გაივლიან 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, ქალაქში მდებარე ბაგა–ბაღებში რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად, საიტზე www.gorikids.ge; სოფლად მცხოვრები ბავშვების ბაღებში ჩასარიცხად კი, განცხადებები დაიწერება ადგილობრივი ბაღის დირექტორთან. “რეგისტრაციის წარმატებით გავლა არ ნიშნავს ავტომატურად ჩარიცხვას. რეგისტრაციის ვადების დასრულების შემდეგ, თითოეული აპლიკაცია განიხილება და მოხდება მშობლებთან დაკავშირება, რის შემდეგაც მშობლები სააგენტოში წარადგენენ...
პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” გორის ორგანიზაცია ოფიციალურად დააფუძნა – აირჩია თავმჯდომარე და გამგეობის 7 წევრი. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. შეხვედრაზე პარტიის ამომრჩევლებმა ჯერ ადგილობრივი ორგანიზაციის გამგეობის წევრობის კანდიდატებს მოუსმინეს; შემდეგ კენჭისყრის პროცედურა გაიმართა. “ლელოს” პოლიტიკური საბჭოს წევრმა მედეა მეტრეველმა დასაწყისში განმარტა ის იურიდიული საფუძველი, რამაც მათ საშუალება მისცა ოფიციალურად დაეფუძნებინათ გორის ორგანიზაცია: “მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 1 100 ამომრჩეველი გვყავს. აქედან, გორში ადგილობრივი ორგანიზაციის...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლო დავა მოუგო გორის მერიას, რომელიც წლების განმავლობაში, 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლის აღდგენაზე უარს ამბობდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “საცხოვრებელი სახლის დაზიანება მოხვედრილმა ჭურვებმა გამოიწვიეს, რამაც მასში ცხოვრება შეუძლებელი გახადა. დაზარალებულ ოჯახს, გორის მუნიციპალიტეტის მერია წლების განმავლობაში უარს ეუბნებოდა სახლის აღდგენაზე იმ საფუძვლით, რომ ბიუჯეტში არ იყო ფინანსური სახსრები ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღსადგენად”...
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს, ტურიზმის განყოფილება სოფლებისთვის ტურისტული გზამკვლევის შექმნაზე მუშაობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. აღნიშნული განყოფილების ხელმძღვანელი, რობერტ მაღლაკელიძე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე მეჯვრისხევის თემში შემავალი სოფლების ტურისტული პოტენციალის შესწავლა მიმდინარეობს. “ახლაც მუშაობს ექსპედიცია და მიმდინარეობს გზამკვლევის შექმნა. მუშაობა დავიწყეთ მეჯვრისხევის თემში შემავალ სოფლებში ტურისტული ბრენდების მოძიებით. საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია და სავარაუდოდ შემოდგომით, სექტემბრის ბოლოს უნდა...
ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს და განსახლება მოითხივეს. “მოგვეცით უფლება ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი", - ამ ლოზუნგებით ისინი ქუჩაში 17 ივლისს გამოვიდნენ. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს. უკვე წლებია მოქალაქეები ხელისუფლების მხრიდან დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, პორტის ტერიტორიაზე ღია წესით ამუშავებენ ჯანმრთელობისთვის საზიანო ტვირთებს. აქციის გამართვის დღესვე ადგილზე გარემოსდაცვითი ორგანიზაციები იმყოფებოდნენ, რომლებიც სიტუაციას გაეცნენ. კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები 100-მდე ოჯახი საკუთარი უფლებების...
ოპოზიციონერი დეპუტატები საქართველოში მყოფ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდნენ. სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ უახლოეს პერიოდში არ შესრულდება შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები, ევროკავშირი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტს გადახედავს. "ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ იმ მოვლენებზე, რაც განვითარდა 5 ივლისს და კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს პრეტენზია რომ უნდა გახდეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფო, უკანასკნელ კვირებში მომხდარი მოვლენები არის...
საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების მიხედვით, ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი. შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის #322 დადგენილებაში აისახა. ცვლილებების მიხედვითვე, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმებისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად. ამასთან, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურინირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე. დადგენილება მიმდინარე...
video
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში თიხის გამოსაწვავი ღუმელი აღმოაჩინეს. ღუმელი მეოცე საუკუნით არის დათარიღებული. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. აღმოჩენა ეკუთვნის მეთუნე ლექსო გენგაშვილს, რომელიც სამომავლოდ რუისპირში უძველესი ქართული მეთოდით, ქაშანური ჭურჭლის გამოწვას დაიწყებს.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ