შარლ მიშელი: კონსტიტუციური უფლებები, პრესისა და გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული

394

მე განვსაზღვრე და ხაზი გავუსვი ჩემს შეხვედრებში დღეს, რომ მთავარი და ცენტრალური როლი არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ესოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, – მის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომელიც საქართველოში ვიზით იმყოფება.

მისივე თქმით, უმცირესობების უფლებები მარგინალური საკითხი არ არის.

„პატივისცემა მრავალფეროვენებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი და ასევე საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში. კონსტიტუციური უფლებები, პრესისა და გამოხატვის თავისუფლება, უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა შარლ მიშელმა.