რა შეზღუდვები ამოქმედდა დღეიდან საქართველოში

434

საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების მიხედვით, ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის #322 დადგენილებაში აისახა.

ცვლილებების მიხედვითვე, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმებისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.

ამასთან, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურინირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.

დადგენილება მიმდინარე წლის 19 ივლისიდან ამოქმედდება.