მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ გზას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. პროექტის ღირებულება შვიდ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის აღმოსავლეთ-საქართველოში ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახურის უფროსი ვაჟა ადამია “რადიო მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, მარნეული-ბოლნისის დამაკავშრებელ გზის 7 კილომეტრიან მონაკვეთზე, სამუშაოების დაწყება სექტემბერში იგეგმება.
„ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის კმ30-კ37 მონაკვეთზე ამჟამად არის შეფერხებები გადაადგილებასთან დაკავშირებით. საავტომობილო გზების დეპარტამენტი გეგმავს აღნიშნულ მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციას, რომელიც მარნეულის ცენტრიდან იწყება. ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდება 16 აგვისტოს და აგვისტოშივე გაფორმდება ხელშეკრულება. რის შემდეგაც, ამავე წლის სექტემბერში დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სამუშაოების სავარაუდო ვადა არს 11 თვე სრულად დასრულებისთვის. მომავალი წლისთვის დასრულებული იქნება სამუშაოები და გადაადგილება იქნება როგორც უსაფრთხო ასევე კომფორტული. მეორე ტენდერი გვაქვს ასევე ცალკე გამოცხადებული საავტომობილო გზის კმ40-კმ46 კილომეტრის რეაბილატიიცთვის და ჯამში მარნეული-ბოლნისი-გუგუთის გზაზე დაიხარჯება 14 000 000“
აღსანიშნავია, რომ მარნეული-ბოლნისის გზის მონაკვეთი თვეებია ამორტიზებულია და გადაადგილების პრობლემას ქმნის. სიტუაცუა კიდევ უფრო უარესდება წვიმიან ამინდებში. მაშინ, როცა გზებზე არსებული ორმოები ივსება და ტერიტორია ტალახდება.