გორის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 20 ივლისიდან დაიწყება

492

გორის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 20 ივლისიდან დაიწყება. რეგისტრაციას გაივლიან 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, ქალაქში მდებარე ბაგა–ბაღებში რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად, საიტზე www.gorikids.ge; სოფლად მცხოვრები ბავშვების ბაღებში ჩასარიცხად კი, განცხადებები დაიწერება ადგილობრივი ბაღის დირექტორთან.

“რეგისტრაციის წარმატებით გავლა არ ნიშნავს ავტომატურად ჩარიცხვას. რეგისტრაციის ვადების დასრულების შემდეგ, თითოეული აპლიკაცია განიხილება და მოხდება მშობლებთან დაკავშირება, რის შემდეგაც მშობლები სააგენტოში წარადგენენ ჩასარიცხი ბავშვების საბუთებს. რეგისტრაციის პროცეი 31 ივლისამდე გაგრძელდება”, – აცხადებენ სკოლამდელი აღზდრის სააგენტოში.

რეგისტრაციის მომენტში, აუცილებელია ბავშვის დაბადების მოწმობის წარდგენა.

სასწავლო წლის დაწყებამდე, მშობლებს თავად სააგენტოდან დაუკავშირდებიან და შემდეგი დოკუმენტების წარდგენას სთხოვენ

  • ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
  • ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა
  • ორი ფოტოსურათი (¾)
  • მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა 100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია
  • არსებობის შემთხვევაში, ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიანი ბაზიდან
  • არსებობის შემთხვევაში, დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ინფორმაციისთვის, 2020-2021 სასწავლო წელი ოფიციალურად 24 ივლისს სრულდება. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე კი, გორში საზაფხულო ბაღები იმუშავებს, სადაც რეგისტრაციის პროცესი 16 ივლისს დასრულდა.