ფოთში დევნილებმა აქცია – „მოგვეცით უფლება, ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი“ გამართეს

571

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს და განსახლება მოითხივეს. “მოგვეცით უფლება ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი”, – ამ ლოზუნგებით ისინი ქუჩაში 17 ივლისს გამოვიდნენ. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.

უკვე წლებია მოქალაქეები ხელისუფლების მხრიდან დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, პორტის ტერიტორიაზე ღია წესით ამუშავებენ ჯანმრთელობისთვის საზიანო ტვირთებს.

აქციის გამართვის დღესვე ადგილზე გარემოსდაცვითი ორგანიზაციები იმყოფებოდნენ, რომლებიც სიტუაციას გაეცნენ. კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები 100-მდე ოჯახი საკუთარი უფლებების დაცვას უკვე სასამართლოში გეგმავს.