გორის მუნიციპალიტეტის სოფლ ბნავისის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ამის შესახებ ნინო ფისაძე საუბრობს. ის გორის მერიას მიმართავს და პირობის ასრულებას ითხოვს:
,,წყალი სოფელ ბნავისში იქნებაო, 24 საათი გექნებათო, გავაკეთეთო. თქვენ არ იყავით? 2021 წლის 18 ივლისია და წყალი არ არის! წინა კვირასაც ორი დღე ვიყავი სოფელში და წყალი არ იყო. ანუ, ისევ 2021 წელს ველოდებით და იქნება? არის უკვე 2021 წელი, უკვე გააკეთეთ წყალი! მეც გიდასტურებთ, რომ ათხარეთ, ავზიც გააკეთეთ, წყლის მაგისტრალიც გამოცვალეთ და სადაა ეს წყალი?” – კითხულობს ნინო ფისაძე.
გორის მერია გასულ წელს ირწმუნებოდა, რომ მომავალი წლიდან წედისი, ბნავისი და ოლოზი სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნებოდა.