ოპოზიციონერი დეპუტატები საქართველოში მყოფ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდნენ. სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ უახლოეს პერიოდში არ შესრულდება შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები, ევროკავშირი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტს გადახედავს.
“ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ იმ მოვლენებზე, რაც განვითარდა 5 ივლისს და კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს პრეტენზია რომ უნდა გახდეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფო, უკანასკნელ კვირებში მომხდარი მოვლენები არის არა მხოლოდ უკან დახევა ჩვენი სამშობლოს ევროპული დღის წესრიგიდან, არამედ რეალურად საფრთხეს უქმნის ამ დღის წესრიგის რეალიზებას.
ბატონ მიშელს კარგად ესმის რომ ის გოკუმენტი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, არის საფუძველი დემოკრატიული ცვლილებების უზრუნველყოფის, მათ შორის დემოკრატიული არჩევნების გზით ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის, ამიტომ ჩვენ გვქონდა საუბარი ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ხელს უშლის ამ დოკუმენტის შესრულებას და დარწმუნებული ვარ, რომ მოვისმენთ შესაბამის შეფასებებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან. დარწმუნებული ვარ რომ უახლოეს პერიოდში ვიხილავთ ევროპული მხრიდან შესაბამის სანქციების ამუშავებაზე მსჯელობას. თუ არაფერი არ შეიცვლება და “ქართული ოცნება” აქტიურ ნაბიჯებს არ გადადგამს, დარწმუნებული ვარ რომ საქართველოსთის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების პაკეტის გადახედვა მოხდება.
ჩვენ ასევე მოვისმინეთ მოწოდება, რომ სასურველია ამ დოკუმეტს შეუერთდეს ყველა ოპოზიციური პარტია ამ ქვეყანაში, რომელსაც სურს რომ ქვეყნისთვის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ის მონაწილეობას მიიღებს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში.”საქართველოს ევროპული გზა”.
მან შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია მისი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან