რუსთავის მერობის კანდიდატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ ამომრჩეველს გააცნო „პირველი ასი დღის“ მოქმედების გეგმა, რომელიც, მის მერად არჩევის შემთხვევაში, ითვალისწინებს მოსახლეობისათვის ავტოფარეხების დაკანონებას და, სულადობის მიხედვით, მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემას.
„პირველ ას დღეში ყველა რუსთაველს ვპირდები, რომ, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, დავუკანონებთ ავტოფარეხებს. ასევე, რუსთავის გარშემო არსებული მიწის რესურსიდან, თითოეულ რუსთაველს სულადობის მიხედვით გადავცემთ 600 და 900 კვ.მ მიწის ნაკვეთებს....
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება 15 სექტემბრიდან დაიწყება. სოციალური პროექტის განახლების გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა სააღმზრდელო პროცესის 4 ოქტომბრამდე გადადების გამო მიიღო.
„2021-2022 სააღმზრდელო წლის დაწყების გადადების გამო, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 15 სექტემბრიდან განაახლებს აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემას. ჩვენ მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტი შარშან, 19 სექტემბრიდან დავიწყეთ და ყოველთვის, როცა ჩერდებოდა სააღმზრდელო პროცესი, ბავშვებისთვის განკუთვნილი...
გორს კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე შეემატება. როგორც გორის მერიაში აცხადებენ, პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2021“-ის ფარგლებში ხორციელდება და სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 64 993 ლარი დაიხარჯება.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე მოწყობილია დეკორატიული ქვაფენილი, დამონტაჟებულუა ატრაქციონები, კალათბურთის ფარები, დასასვენებელი სკამები, განათება, ფანჩატური. დარჩენილია მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სკვერი უახლოეს პერიოდში დასრულდება.
2021 წელს გორის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 44 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. პროგრამის...
ტყიბული უნდა აღორძინდეს და იმაზე ლამაზი გახდეს, რაც იყო. შარშან დავიწყეთ და წელს დავამთავრეთ გამსახურდიას და რუსთაველის ისტორიული ქუჩების სრული რეაბილიტაცია. დავიწყეთ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“, რომელშიც ტყიბულის გამორჩეული ადგილი უჭირავს. უკვე მიმდინარეობს მუშაობა და 2023 წელს ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. მივიღებთ ევროპულ ტყიბულის, რომელიც არა მხოლოდ ლამაზი იქნება, არამედ ახალი შესაძლებლობებით სავსე, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა...
შემდეგი სტატია
ახალციხეში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი 24 წლის ნათია გულიაშვილია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„ვფიქრობ რომ დროა ახალგაზრდებმა ვიაქტიუროთ. ჩვენ ვქმნით მომავალ თაობას, ახალი ხედვებით, განვითარებით. ყოველთვის ნაკლებადაა ამ საკითხებში ქალი ჩართული, ამიტომ გადავწყვიტე მერობაზე დამეყენებინა კანდიდატურა. იმედია ვიქნები ახალგაზრდების და ქალების სტიმული, მინდა აქტიურად ჩაერთოს მომავალი თაობა არჩევნებში, ჩვენი პარტია კი ამაში ყველას თანაბრად უწყობს ხელს. მაქვს...
ცესკოში ინფორმაციის დაცულობის ცენტრი გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მუშაობის სპეციფიკა დღეს ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო.
„ცენტრი საარჩევნო პერიოდში მედიის მონიტორინგს ახორციელებს და ამზადებს ანალიზს თუ რა ტიპის ინფორმაცია ვრცელდება საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ; კერძოდ, ცენტრის მიზანია, გამოავლინოს არასწორი ან ცრუ ინფორმაცია, უზრუნველყოს ორგანიზაციის მიერ გავრცელებული სიახლეების სისწორე და კომპეტენციის...
ბორჯომში, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ერთიანმა ნაციონლურმა მოძრაობამ“, საოლქო საარჩევნო კომისიას, დასარეგისტრირებლად პროპორციული და მაჟორიტარული სია წარუდგინა.
პარტიას ბორჯომში შვიდი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეყოლება.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები:
ბაკურ გელაშვილი-ყვიბისის თემი;
გიორგი გვირჯიშვილი-ქალაქი ბორჯომი;
ლიანა ხაჩიძე-ქალაქი ბორჯომი;
გიორგი გოგოლაძე - დვირის თემი;
ამირან არუთინოვი-ციხისჯვრის თემი;
ვიდია ირიციანი – ტაბაწყურის თემი;
ვახტანგ ქვათაძე - ტბის თემი;
პარტიული სია :
1.გელაშვილი ბაკურ
2. ქვათაძე ვახტანგ
3. ხუციშვილი მარიამ
4. აიწურაძე ვაჟა
5. ჩხეტია ნინო
6. შალუტაშვილი ზურაბ
7. გვირჯიშვილი გიორგი
8. ხაჩიძე ლიანა
9. ციცქიშვილი ნოდარ
10. შავიშვილი მაია
ბორჯომში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მერობისთვის გივი ჯოლბორდი იბრძოლებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნით, გორის ყოფილ მაჟორიტართან იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებული კომპანია “შარა” სასამართლომ 1 000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მერია კომპანიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 55 მუხლის მეორე ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც გულისხმობს სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებას ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობას.
სასამართლომ სრულად გაიზიარა მერიის მოთხოვნა და “შარა” აღნიშნული მუხლის დარღვევისთვის 1 000 ლარით დააჯარიმა.
როგორც ცნობილია, აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთი...
შიდა ქართლის დევნილთა ჩასახლებებს შორის, ყველაზე რთული მდგომარეობა საქაშეთიშია,- ასე აფასებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობის შესწავლისას. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, დევნილები აქ ყველაზე მეტად იმაზე წუხან, რომ მათთვის განაწილებული და სარგებლობაში მქონე სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, დაპირების მიუხედავად, საკუთრებაში ჯერ არ გადასცემიათ.
“დასახლება ახალგაზრდებისგან დაცლილია. იმის გამო, რომ საქაშეთი მუნიციპალური ცენტრისგან დაშორებულია და მუნიციპალური ტრანსპორტი არ...
წინა სტატია
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ირმა ამბარდნიშვილის საჩივარზე გამოძიება 126-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
შსს დეპუტატის ცემის ფაქტზე არ საუბრობს და მხოლოდ იმას განმარტავს, რომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა.
აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლის გამოყენების საჭიროება არ დგას, რადგან კლინიკების რესურსი ამ ეტაპისთვის საკმარისია.
გაბუნიამ კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საველე ჰოსპიტლებს იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუ ამის საჭიროება დადგება.
„საბედნიეროდ, გარკვეული სტაბილიზაცია ჰოსპიტალურ სექტორშიც არის. 7200-მდე არის შემთხვევა, რომლებიც დღეს ჰოსპიტალში მკურნალობს.
საველე ჰოსპიტლის საჭიროება ნამდვილად არ დგას, რადგან კლინიკების რესურსი ამას წვდება. საველე ჰოსპიტალი...
ყიფშიძის ქუჩის „ურბანული გენოციდი“ უნდა შეჩერდეს, - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მედეა მეტრეველმა განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისის ამჟამინდელმა მერმა, კახა კალაძემ ყიფშიძის ქუჩის ურბანული განადგურება თავადვე დაიწყო.
„2021 წლის თებერვალში, წინასაარჩევნოდ, თბილისი მერმა კახი კალაძემ „ურბანული გენოციდი“ უწოდა სპორტის სასახლის დასახლებას, თუმცა არ გახსენებია რომ ზუსტად ერთი წლის წინ - 2020 წლის 22 აპრილს - თავად მოუწყო ამჯერად უკვე ყიფშიძის...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაინტერესდა იმ ფაქტით, თუ ვინ მუშაობდა ,,გორის კეთილმოწყობის სააგენტოში'' ისე, რომ სამსახურში არ დადიოდა, თუმცა ხელფასს იღებდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
ეს ინფორმაცია იმ თანამშრომლებმა გაამჟღავნეს, რომლებიც უკვე დაკითხეს.
როგორც სააგენტოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი გიორგი ბარჯაძე ადასტურებს, საგამოძიებო სამსახური ფინანსური დოკუმენტაციითაც დაინტერესდა, ოღონდ იმ პერიოდის დოკუმენტებით, როდესაც სააგენტოს მისი წინამორბედი, ბაჩანა გვიანიშვილი ხელმძღვანელობდა.
ბაჩანა გვიანიშვილი კეთილმოწყობის...
გორში, წმინდა წყლის დასახლებაში გასართობი და დასასვენებელი სივრცე უკვე მეორედ გაიძარცვა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. წერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.
თუმცა, ამ განცხადებაში არაა აღნიშნული, რომ საქანელა წაღებულია ჭალის დასახლების სკვერიდანაც:
,,სკვერი, რომელიც სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში გორის მერიამ მოაწყო, რამდენიმე დღეა, რაც დასრულდა და ქალაქს კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე შეემატა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, რაც...
"პატრიოტთა ალიანსმა" ზუგდიდის მერობის კანდიდატად ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია დაასახელა. ამის შესახებ ჩაჩიბაია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს. ის მიიჩნევს, რომ სხვა ქალაქების მსგავსად, ზუგდიდშიც მძიმე სოციალური და პოლიტიკური ვითარებაა, ამ ფონზე კი უმოქმედობა დანაშაულია. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
"მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე უნდა დაგიდასტუროთ. პატრიოტთა ალიანსმა ზუგდიდის მერობის კანდიდატად ნამდვილად დამასახელა. აქვე გეტყვით, პატრიოტების საკრებულოს სიაში ძალიან ღირსეული კანდიდატები არიან...
სამგორში, ე.წ. კაიროს დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტაციის შედეგს დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტით, ე.წ. კაიროს დასახლებაში კომუნიკაციებისა და უგზოობის მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო წყალარინების ქსელი და მასზე დაერთდა 310 ოჯახი; წყალგაყვანილობის ცენტრალურ ქსელზე დაერთდა 490 აბონენტი; მთლიან დასახლებაში მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ჯამში კი ექვსი კილომეტრი გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია განხორციელდა....
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































