სამგორში, ე.წ. კაიროს დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

507

სამგორში, ე.წ. კაიროს დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტაციის შედეგს დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტით, ე.წ. კაიროს დასახლებაში კომუნიკაციებისა და უგზოობის მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო წყალარინების ქსელი და მასზე დაერთდა 310 ოჯახი; წყალგაყვანილობის ცენტრალურ ქსელზე დაერთდა 490 აბონენტი; მთლიან დასახლებაში მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ჯამში კი ექვსი კილომეტრი გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია განხორციელდა. ე.წ. კაიროს დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაცია 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2021 წლის აგვისტოში დასრულდა. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 მლნ ლარით დაფინანსდა.