გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ირმა ამბარდნიშვილის საჩივარზე გამოძიება 126-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
შსს დეპუტატის ცემის ფაქტზე არ საუბრობს და მხოლოდ იმას განმარტავს, რომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა.
აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.