გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნით, გორის ყოფილ მაჟორიტართან იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებული კომპანია “შარა” სასამართლომ 1 000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მერია კომპანიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 55 მუხლის მეორე ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც გულისხმობს სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებას ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობას.
სასამართლომ სრულად გაიზიარა მერიის მოთხოვნა და “შარა” აღნიშნული მუხლის დარღვევისთვის 1 000 ლარით დააჯარიმა.
როგორც ცნობილია, აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთი მეწილე იოსებ მაკრახიძის შვილი ოფელია მაკრახიძეა.