გორს კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე შეემატება

430

გორს კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე შეემატება. როგორც გორის მერიაში აცხადებენ, პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2021“-ის ფარგლებში ხორციელდება და სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 64 993 ლარი დაიხარჯება.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე მოწყობილია დეკორატიული ქვაფენილი, დამონტაჟებულუა ატრაქციონები, კალათბურთის ფარები, დასასვენებელი სკამები, განათება, ფანჩატური. დარჩენილია მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სკვერი უახლოეს პერიოდში დასრულდება.

2021 წელს გორის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 44 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. პროგრამის 2021 წლის ბიუჯეტი, რომელიც გასული წლის მსგავსად 2 980 000 ლარს შეადგენს, მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე გადანაწილდა.

ადმინისტრაციულ ერთეულებს, მათთვის განკუთვნილი თანხით, მაქსიმუმ ორი პროექტის დაფინანსების შესაძლებლობა ჰქონდათ.

“სამოქალაქო ბიუჯეტი” საზოგადოებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეები თვითონ წყვეტენ რაში უნდა დაიხარჯოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათი ადმინისტრაციული ერთეულისთვის გამოყოფილი თანხა.

„სამოქალაქო ბიჯეტი 2021“ – ის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების ნუსხა იხილეთ ბმულზე.