გორის სკვერებიდან საქანელები მეორედ მოიპარეს

411

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში გასართობი და დასასვენებელი სივრცე უკვე მეორედ გაიძარცვა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. წერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.

თუმცა, ამ განცხადებაში არაა აღნიშნული, რომ საქანელა წაღებულია ჭალის დასახლების სკვერიდანაც:

,,სკვერი, რომელიც სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში გორის მერიამ მოაწყო, რამდენიმე დღეა, რაც დასრულდა და ქალაქს კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე შეემატა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, რაც ადგილზე მისულ პატარებს საქანელების ნაწილი აღარ დახვდათ,” – აღნიშნავენ გორის მერიაში.