ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლის გამოყენების საჭიროება არ დგას, რადგან კლინიკების რესურსი ამ ეტაპისთვის საკმარისია.
გაბუნიამ კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საველე ჰოსპიტლებს იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუ ამის საჭიროება დადგება.
„საბედნიეროდ, გარკვეული სტაბილიზაცია ჰოსპიტალურ სექტორშიც არის. 7200-მდე არის შემთხვევა, რომლებიც დღეს ჰოსპიტალში მკურნალობს.
საველე ჰოსპიტლის საჭიროება ნამდვილად არ დგას, რადგან კლინიკების რესურსი ამას წვდება. საველე ჰოსპიტალი რჩება უბრალოდ სათადარიგო მდგომარეობაში, თუკი მისი საჭიროება იქნება, ჯერჯერობით ტექნიკური რესურსი, რაც მობილიზებული გვქონდა ადგილზეა და თუ დაგვჭირდება მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ. ახლა მისი გამოყენება არ არის საჭირო” , – განაცხადა გაბუნიამ.