რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფისთვის სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტით გაწერილი სამშენებლო სამუშაოების 70% უკვე შესრულებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში. ადგილობრივ მოსახლეობას წლებია წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება. ამორტიზებულია წყლის არსებული ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე, სოფელში წყალმომარაგების ახალი ქსელისა და რეზერვუარების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რეაბილიტაცია უტარდება არსებულ სატუმბ სადგურს. სამუშაოების...
გიორგი გახარიას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ნინოწმინდაშიც დატოვეს. ადგილობრივ საოლქო საარჩევნო კომისიას საკუთარი კანდიდატურის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით პროპორციული სიის წევრმა, კარენ ვართანიანმა მიმართა.
წინა სტატია ვაქცინაციის სტიმულირების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ვაქცინირებული პირებისათვის ეწყობა ლატარია - „აიცერი და მოიგე“. აღნიშნულ ლატარიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ერთჯერადად აცრილ მოქალაქეს, როგორც 2021 წლის 1 სექტემბრამდე ვაქცინირებულებს, ასევე 2021 წლის 13 სექტემბრის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ლატარიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან ხუციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გამარჯვებულები გამოვლინდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად, ხოლო საბოლოოდ 31 დეკემბერს...
წინა სტატია ჩვენთვის გადამწყვეტი გამოდგა ის ფაქტი, რომ გახარიამ კახი კალაძეს კანდიდატურა დაუყენა და ამით „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე დაასხა წყალი, - ამის შესახებ გახარიას პარტიის ყოფილი წევრი, ამირდონ ბაბლუანი სოციალურ ქსელში წერს. იგი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მან და თავისმა ოჯახის წევრებმა გახარიას პარტია დატოვეს. „დღეს მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ გახარიას პარტია. საზოგადოებას მინდა მცირე განმარტებით მივმართო. ჩვენ ამ...
მესტია „მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალს“ უმასპინძლებს. ღონისძიება 15-19 სექტემბერს, მესტიის კულტურისა და ხელოვნების სახლში გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორებმა 2 400-ზე მეტი ფილმი მიიღეს, რომელთაგანაც 30 მოკლემეტრაჟიანი და 8 მთის თემატიკის ფილმია შერჩეული. ფესტივალის ჟიურის წევრები არიან: ზვიად დოლიძე, ემილის ველივისი, ბარბარა გასერი და ნანა ჯორჯაძე.
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდი ამჯერად ჭიათურაში, ლანჩხუთში და მცხეთაში დატოვეს. სოფელ კაცხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, როინ ყიფშიძემ უკვე მიმართა ადგილობრივ საოლქო საარჩევნო კომისიას რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით. მან ასევე მიიღო გადაწყვეტილება პარტიის დატოვების თაობაზე. ასევე, პარტია „საქართველოსთვის“  დატოვა ლანჩხუთის საკრებულოს პროპორციული სიის წევრმა, გალაკტიონ ჯოჯუამ. ამასთანავე, პირადი მოთხოვნის საფუძველზე მან ჩახსნა საკუთარი კანდიდატურა პროპორციული სიიდან. საოლქო საარჩევნო კომისიაში წერილი მან უკვე...
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერიდან იმერხევამდე დამაკავშირებელ გზას პრობლემები შეექმნა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ნალექის დროს კლდიდან ქვები ცვივა და ნიაღვარი მოდის. ყველაზე რთულ მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარი უკვე დაზიანდა. გზა, დაახლოებით 1 კმ მანძილზე, 2020 წელს შეკეთდა. სამუშაოებს კომპანია ,,შარა'' აწარმოებდა. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გზის ამ მონაკვეთის სამუშაოები დასრულდა. 2021 წელს დაიწყო გზის მეორე მონაკვეთის სამუშაოები. ახალ კომპანიასთან...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე სასულიერო პირების და მრევლის გამასპინძლება 2 524 ლარი დაუჯდა. როგორც მერიის გამარტივებულ შესყიდვის მოხსენებით ბარათშია აღნიშნული, სუფრაზე საკრებულოს მაჟორიტარი წევრებიც იმყოფებოდნენ. "მიმდინარე წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, იგეგმება მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სასულიერო პირების (როგორც მართლმადიდებელი, ასევე მუსლიმანური) და მრევლის ერთობლივი შეხვედრა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ წევრებთან. დაგეგმილია სადილი, რისთვისაც გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურს...
გორის მუნიციპალიტეტის 8 სკოლაში მასწავლებლის ვაკანსიაა. საგანმანათლებლო დაწესებულებები ახალი სასწავლო წლისთვის სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს ეძებენ. რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ სკოლების და საგნების ჩამონათვალს, რომლებშიც ვაკანსიებია გამოცხადებული: გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურის საჯარო სკოლა – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის პოზიცია; გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისის საჯარო სკოლა – ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლა – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისის საჯარო...
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილება სახსრების უქონლობას უჩივის. ამის შესახებ, განყოფილებამ საკრებულოსთვის წარსადგენ ანგარიშში ჩაწერა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “ჯერ კიდევ ვერ შევძელით მუნიციპალიტეტში ინვენსტორების მოზიდვა, მაშინ როცა, საკმაოდ საინტერესო საინვენსტიციო წინადადებების შეთავაზება შეგვიძლია მათთვის. რაშიც ხელს გვიშლის სახსრების უქონლობა, რის გამოც ვერ ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობებსა და კონფერენციებში, ბიზნეს ფორუმებსა და საინფორმაციო...
პლატფორმა „სალამი“ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს წინასაარჩევნო პროგრამასა და პლატფორმაში შეიტანონ მარნეულის თვითმმართველობის სერვისების თარგმნის შესახებ დაპირება და ადმინისტრაციაში უმცირესობების ენაზე წერილების მიღებისა და გაცემის შესახებ დაპირება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. როგორც „სალამი“ „მარნეულში საქართველოს აზერბაიჯანული თემის საჭიროებების, წუხილებისა და გამოწვევების“ შესახებ კვლევაში აღნიშნავს, მოსახლეობა ხშირად არ მიმართავს თვითმმართველ ორგანოებს მათი პრობლემების მოსაგვარებლად, ხოლო თუ მიმართავს ვერანაირ შედეგს ან პასუხს ვერ...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ იმ პატიათა ჩამონათვალი გამოქვეყნდა, რომლებმაც ამ დრომდე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გაოთქვეს. ცესკოში პარტიული სიები გორიდან 12-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები მათი საარჩევნო ნომრების მიხედვით ასე გამოიყურება. № 1 „მესამე ძალა“ № 2 „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ № 3 „ვადამდელი არჩევნები – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“ № 5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” № 8...
სპორტული ღონისძიებების ჩატარებაზე შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, გორის სპორტის სასახელე მუშაობის დაწყებას მაინც ვერ შეძლებს. მიზეზი იგივეა – ლონდონის სასამართლოში მიმდინარე პროცესი, სადაც ტენდერში გამარჯვებულმა კანადურმა კომპანიამ დამკვეთ უწყებას, ამ შემთხვევაში სპორტის სამინისტროს უჩივლა. გაჭიანურებული პროცესების გამო ობიექტი გორის მერიას ამ დრომდე არ გადასცემია. შესაბამისად, მასთან დაკავშირებულ დეტალებზე მუნიციპალიტეტში ინფორმაციას არ ფლობენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “ჩვენთან ამ დრომდე არავინ ჩამოსულა და...
ჯანდაცვის სამინისტროს გუნდის მიერ კოვიდსტატუსის დადგენის მიზნის შემუშავებულია აპლიკაცია, ე.წ კოვიდბაზის აპლიკაცია, რომელიც QR კოდის წამკითხველის საშუალებით ახდენს მოქალაქის კოვიდ სტატუსის იდენტიფიცირებას, - ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, აპლიკაცია მოიცავს ბოლო 72 საათში pcr ტესტის უარყოფით პასუხს, მასში 24 საათის განმავლობაში, ასახული იქნება სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხიც და ასევე, ინფორმაცია...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიმდინარეობს მსჯელობა 12-დან 16 წლამდე ასაკის იმ მოზარდების ვაქცინაციაზე, რომელთაც რაიმე თანმხლები დაავადება აქვთ. მისი სიტყვებით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მყარი პოზიცია. "ჩვენი ექსპერტების ჯგუფი განიხილავს ამ ეტაპზე იმ ბავშვების ვაქცინაციის ხელშეწყობას ამ ასაკობრივ ჯგუფში, რომელთაც ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა აქვთ, რაც ამძიმებს გამოსავალს...
ვაქცინის დეფიციტი შემოდგომაზე არ იქნება - მთავარია მოსახლეობის დამყოლობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის დამარცხების გზა ვაქცინაციაზე გადის. “ძალიან მოთხოვნადია "სინოფარმი" და ამ კვირის ბოლოს უნდა შემოვიდეს დამატებითი დოზები ანუ ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება. მთავარია მოსახლეობის დამყოლობა. ადამიანები უნდა დავარწმუნოთ ვაქცინაციის სიკეთეში, რომ ამაზე გადის ამ პანდემიის დამარცხების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ